რას აცხადებენ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენები? - კვირის პალიტრა

რას აცხადებენ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენები?

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ბიზ­ნეს-სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს შო­რის შეხ­ვედ­რა დას­რულ­და.

რო­გორც შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­დეს, სა­უ­ბა­რი ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნეს სფე­როს შე­ე­ხე­ბო­და.

ბიზ­ნეს­მენ თე­მურ ჭყო­ნი­ას თქმით, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა და­საქ­მე­ბის სა­კი­თხზეც.

"ძი­რი­თა­დად, ბიზ­ნეს­ზე იყო სა­უ­ბა­რი, პო­ლი­ტი­კა­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა, არც არა­ვის და­უს­ვია ეს სა­კი­თხი.

გა­მოწ­ვე­ვებს რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო იყო ის, რომ ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ა­ზე გა­მახ­ვილ­და ყუ­რა­დღე­ბა, და­საქ­მე­ბა­ზე, სა­ხელ­მწი­ფო­ში ბევ­რი უსაქ­მუ­რი ყო­ფი­ლა, ჩვენ კი ვი­ცო­დით, მაგ­რამ ახლა ხდე­ბა მათი შემ­ცი­რე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

მე ვფიქ­რობ, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს უნ­დო­და, რომ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის წი­ნა­შე გა­მო­ე­ხა­ტა (მად­ლი­ე­რე­ბა), სხვა­თა შო­რის, პირ­ვე­ლად, რაც თავი მახ­სოვს, ბი­უ­ჯე­ტის შევ­სე­ბის­თვის, გა­და­სა­ხა­დე­ბის სწორ გა­დახ­და­ში, და­ნარ­ჩე­ნი ისე­თი არა­ფე­რი", - გა­ნა­ცხა­და თე­მურ ჭყო­ნი­ამ.

რას ნიშ­ნავს ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი?, - ასე უპა­სუ­ხა "ორბი ჯგუ­ფის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ბიზ­ნეს­მენ­მა ირაკ­ლი კვერ­ღე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რეს­დნენ იყო თუ არა სა­უ­ბა­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა­ზე ამ სა­კი­თხზე.

მისი თქმით, ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით "სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პა­შიც ლი­დე­რია და მსოფ­ლი­ო­შიც ერთ-ერთ ლი­დერ პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს“.

"რას ნიშ­ნავს ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი? ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტი, რი­თაც იზო­მე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის პა­რა­მეტ­რი. ამით სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პა­შიც ლი­დე­რია და მსოფ­ლი­ო­შიც ერთ-ერთ ლი­დერ პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ შეხ­ვედ­რას, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხი იყო, რა­ზეც აზ­რე­ბი გავცვა­ლეთ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრთან. საკ­მა­ოდ ბევ­რი ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვაც გაჩ­ნდა, რაც სა­სი­ა­მოვ­ნოა. მი­ხა­რია, ის რომ დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში შეგ­ვიძ­ლია ეკო­ნო­მი­კის კი­დევ უფრო ზრდა­სა და წა­ხა­ლი­სე­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ინი­ცი­ა­ტი­ვებს, იყო ძა­ლი­ან ბევრ სეგ­მენ­ტში, იყო ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ში, დე­ვე­ლოპ­მენ­ტის, ტრან­სპორ­ტის სექ­ტორ­ში, მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში. საკ­მა­ოდ ბევ­რია და ცალ­კე­უ­ლად სა­უ­ბა­რი გა­მი­ჭირ­დე­ბა. პირ­ვე­ლი თემა ეს იყო წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით გარ­კვე­უ­ლი სტი­მუ­ლა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რომ უფრო მეტი სტი­მუ­ლი ჰქონ­დეთ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მო­ტა­ნის­თვის ქვე­ყა­ნა­ში“, - აღ­ნიშ­ნა კვერ­ღე­ლი­ძემ.

"ინტერპრესნიუსი"