"ჩემს ორ ბიძას რძლად ვუნდოდი..." - სამირა ბაირამოვას რთული გზა და ბრძოლა საკუთარი და სხვისი უფლებების დასაცავად
ბავშვობიდან სტრესისა და შიშის ქვეშ უწევდა ცხოვრება. მეშვიდე კლასში იყო, მისი სახლიდან გატაცებაც რომ სცადეს. მოტაცების, მუქარის, ბულინგის ფაქტი მის ცხოვრებაში არაერთი ყოფილა. ამბობს, რომ ამაში ცხოვრობდა და ბევრჯერ გადარჩა.
რთულმა ცხოვრებამ მისი მტკიცე ხასიათი კიდევ უფრო გაამტკიცა და საბოლოოდ ძლიერი ქალად ჩამოაყალიბა.
"არაერთხელ ვცადე სუიციდი, მაგრამ ცხოვრების და მომავლის იმედი მაინც მქონდა, რომ გადავრჩებოდი. ყველაფერში ბრძოლამ მომიწია,“ - ამბობს უფლებადამცველი, სამირა ბაირამოვა, რომელიც ახლა სხვების უფლებების დაცვას ცდილობს.
სამირა ბაირამოვა AMBEBI.GE-ს ჩვენი თხოვნით საკუთარი ცხოვრების მძიმე ეპიზოდებს უყვება.
- ადრეულ წლებში უფრო მეტად იყო თემებში ჩაკეტილობა, 90-იანებში - განსაკუთრებით. ჩემი ბავშვობა ამ პერიოდს დაემთხვა. გოგო რომ დაიბადებოდა, ადრეულ ასაკში უნდა გათხოვებინათ. რამდენჯერ ვარ მოტაცებას გადარჩენილი, ამიტომ სკოლაში მამას მანქანით დავყავდი. ვცხოვრობდით მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთში.
იყო ისეთი ფაქტებიც, როცა სახლში უფროსები არ იყვნენ, გოგოს მოსატაცებლად შედიოდნენ. მეშვიდე კლასელი ვიყავი, რომ ჩემ შემთხვევაშიც მოხდა ერთი მძიმე შემთხვევა. იცოდნენ, რომ მეორე უბანში ქორწილი იყო, ჩემი მშობლები იქ იყვნენ წაულები, სახლში მარტო ვიყავი და ჩემს მოსატაცებლად მოვიდნენ. რომ დავინახე ეზოში შემოვიდნენ, უცებ რაც მოვახერხე, სამზარეულოს ბაკის შენობა იყო, სადაც დამალვა შევძელი. ბაკი ერთი მეტრი სიმაღლის იყო - მოკლედ სხვა დასამალი ადგილი არ გვქონდა. გააგრძელეთ კითხვა