"მკვლელობას შეესწრო მიშას მეუღლე... იარაღით ჯერ ფეხის არეში, ხოლო შემდეგ გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა" - დანაშაულის ახალი დეტალები
2 ივლისს ისანში მკვლელობა მოხდა. დაპირისპირების შედეგად, მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი პარკინგის ადგილის გამო მოხდა და მკვლელობით დასრულდა. მოკლული 44 წლის მიშიკო მაძღარაშვილია. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 37 წლის ბიზნესმენი ლევან ჩხაიძე.
როგორც ცნობილი ხდება, დაპირისპირება მეზობლებს საღამოს, დაახლოებით 17:00 საათზე დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი პარკირება იყო. ცნობილია, რომ მაძღარაშვილს სასიკვდილო ჭრილობა გულის არეში მიაყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა სავარაუდო დამნაშავესაც. ის თავდაპირველად კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი დააკავეს.
მოკლულის ახლობლები კატეგორიულად უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიშიკო მაძღარაშვილმა ლევან ჩხაიძეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ჩვენ დამატებით დეტალებზე მაძღარაშვილის ოჯახის ადვოკატს მარიამ საბედაშვილს ვესაუბრეთ:
"აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჟღერდება არა ერთი ცრუ ინფორმაცია. მომხდარ დანაშაულს შეესწრო გარდაცვლილის ოჯახის წევრი, კერძოდ მისი მეუღლე და ასევე ოჯახთან დაახლოებული ოთხი პირი. გააგრძელეთ კითხვა