იაპონიაში შესაძლოა ძლიერმა მიწისძვრამ და ცუნამმა 300 000 ადამიანი იმსხვერპლოს: მთავრობა საგანგებო მზადებას იწყებს - კვირის პალიტრა

იაპონიაში შესაძლოა ძლიერმა მიწისძვრამ და ცუნამმა 300 000 ადამიანი იმსხვერპლოს: მთავრობა საგანგებო მზადებას იწყებს

ია­პო­ნი­ის მთავ­რო­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ მე­ტად უნდა მო­ემ­ზა­დონ შე­საძ­ლო „მეგა მი­წისძვრის­თვის“, რათა და­ღუ­პულ­თა სა­ვა­რა­უ­დო რა­ო­დე­ნო­ბა 300 000-მდე შემ­ცირ­დეს.

მი­წისძვრე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ იან­ვარ­ში სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ამ ქვეყ­ნის ერთ-ერთ რე­გი­ონ­ში მომ­დევ­ნო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძლი­ე­რი ბიძ­გე­ბის ალ­ბა­თო­ბა 75-82 პრო­ცენ­ტამ­დე გა­ზარ­და.

მარ­ტში მთავ­რო­ბამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ახა­ლი შე­ფა­სე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ასეთ მეგა მი­წისძვრას და შემ­დგომ ცუ­ნამს შე­უძ­ლია 298 000 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­როს, ხოლო ქვე­ყა­ნას 2 ტრი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს.

ჯერ კი­დევ 2014 წელს, ცენ­ტრა­ლურ­მა კა­ტას­ტრო­ფე­ბის მარ­თვის საბ­ჭომ გა­მოს­ცა გეგ­მა, რო­მე­ლიც სტი­ქი­ის დროს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას სა­ვა­რა­უ­დოდ, 80%-ით შე­ამ­ცი­რებს. თუმ­ცა, მთავ­რო­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ აქამ­დე მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას მხო­ლოდ 20 პრო­ცენ­ტით ამ­ცი­რებ­და.

2-52399-1751733839.jpg

საბ­ჭომ რე­კო­მენ­და­ცია გა­უ­წია სა­მუ­შა­ო­ე­ბის დაჩ­ქა­რე­ბას, მათ შო­რის კაშხლე­ბის, სა­ე­ვა­კუ­ა­ციო შე­ნო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას და უფრო რე­გუ­ლა­რუ­ლი წვრთნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

„აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ქვე­ყა­ნა, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი, კომ­პა­ნი­ე­ბი და არა­კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ და მი­ი­ღონ ზო­მე­ბი, რათა რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნონ“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ში­გე­რუ იში­ბამ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე. გააგრძელეთ კითხვა