"ხალხი კრიშტიანუს აკრიტიკებს, მაგრამ..." - რატომ ვერ დაესწრო რონალდუ ჟოტას დაკრძალვას?
პორტუგალიელი ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა და მისი ძმა, ანდრე, ესპანეთში ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. დაკრძალვის ცერემონია გასულ შაბათს გაიმართა.
ჟოტა 2020 წლიდან ინგლისის პრემიერ ლიგაში "ლივერპულის“ რიგებში თამაშობდა და 2019 წლიდან პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წევრი იყო.დაკრძალვას არ დასწრებია კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ჟოტას ახლო მეგობარი იყო
ამის გამო რონალდუ საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა, თუმცა, როგორც პორტუგალიური გამოცემა A Bola წერს. რონალდუ დაკრძალვას არ დაესწრო, რადგან არ სურდა, რომ საზოგადოების ყურადღება მისკენ ყოფილიყო და მის გამო გარდაცვლილ ძმებზე არ გამახვილებულიყო სათანადო სუფრა. გამოცემის ინფორმაციით, კრიშტიანუ პირადად ესაუბრა ჟოტას ცოლს, მშობლებს და გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის სხვა წევრებს. წაიკითხეთ ვრცლად