"ოლე-ოლა“ რომ ვიმღერე, ეს „დაქირავებულები“ მეც დამხვდნენ" - რა ფოტოს ავრცელებს მსახიობი ვანო თარხნიშვილი - კვირის პალიტრა

"ოლე-ოლა“ რომ ვიმღერე, ეს „დაქირავებულები“ მეც დამხვდნენ" - რა ფოტოს ავრცელებს მსახიობი ვანო თარხნიშვილი

მსახიობი ვანო თარხნიშვილი აცხადებს, რომ მას საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ.

თარხნიშვილი „ფეისბუქზე“ აქვეყნებს ფოტოს, სადაც სახის არეში დაზიანებები ჩანს.

„სავარაუდოდ, იანვარში, „ფაბში“ „ოლე-ოლა“ რომ ვიმღერე, ეს „დაქირავებულები“ მეც დამხვდნენ სახლთან ბოლოს და ბოლოს“, - წერს ის.