“არ მიყვარდა ის ადამიანი, საკუთარ თავზე გაბრაზებული ვიყავი...“ - როგორ დაიკლო 74 კილო მიშა ავსაჯანაშვილმა - კვირის პალიტრა

“არ მიყვარდა ის ადამიანი, საკუთარ თავზე გაბრაზებული ვიყავი...“ - როგორ დაიკლო 74 კილო მიშა ავსაჯანაშვილმა

„არ მიყ­ვარ­და ის ადა­მი­ა­ნი, სა­კუ­თარ თავ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი... ფე­ხით სი­ა­რუ­ლი მი­ჭირ­და, მალე ვიღ­ლე­ბო­დი,“ - ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი ცნო­ბი­ლი შეფი, „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბის“ წამ­ყვა­ნი მიშა ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლია. ბევ­რმა შე­საძ­ლოა არ იცის, რომ შეფი მიშა წლე­ბის წინ საკ­მა­ოდ მძი­მე წო­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი იყო.

რამ გა­მო­იწ­ვია მისი ჭარ­ბი წონა, რო­გორ იბ­რძო­და მის და­სა­მარ­ცხებ­ლად და სა­ბო­ლო­ოდ რო­გორ და­ა­მარ­ცხა 74 კი­ლოგ­რა­მი, ამა­ზე თა­ვად გვი­ამ­ბობს.

3d4085cb-658b-45b2-bd2d-99cb696ae02e-64347-1751823918.jfif

მიშა ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლი:

- ბი­ო­ლო­გი­ას კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, მე­ცხრე კლას­ში ვი­ყა­ვი, რომ ამ სა­გან­ში გა­მოც­და მქონ­და, რო­მელ­შიც რა­ტომ­ღაც და­ბა­ლი ქულა მი­ვი­ღე. ამან ემო­ცი­უ­რად ჩემ­ზე ისე იმოქ­მე­და, მახ­სოვს, გა­მოც­დი­დან სკო­ლის ეზო­ში რომ გა­მო­ვე­დი, მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, - მა­გას რო­გორ აკე­თე­ბო. რას-მეთ­ქი? - სა­ხეს რა­ტომ უც­ვლი ასე ფორ­მა­სო. ჩა­ვი­ხე­დე სარ­კე­ში და რას ვხე­დავ, - ჩა­მო­ვარ­დნი­ლი მაქვს ნა­ხე­ვა­რი სახე და თვალ­საც სა­ერ­თოდ ვერ ვხუ­ჭავ. წყალ­საც ვერ ვსვამ­დი.

დე­დამ ექიმ­თან წა­მიყ­ვა­ნა. ექიმ­მა დე­და­ჩემს უთხრა, რა­ი­მე მძაფ­რი ემო­ცია ხომ არ ჰქონ­დაო. სა­ხის ასი­მეტ­რია გა­მოც­დის გამო მი­ღე­ბულ ემო­ცი­ებს და­ვაბ­რა­ლე. გააგრძელეთ კითხვა