უკრაინაში „სოკარის“ ორ სადგურზე ერთდროული აფეთქება, არის თუ არა რუსეთის აზერბაიჯანზე არაპირდაპირი შეტევის ფაქტი?
საინტერსო დამთხვევაა - ამ ბლოგში 6 ივლისს შუადღისას გამოვაქვეყნეთ სტატია სათაურით „მართლაც შესაძლებელია რუსი სამხედროების შეტევა სომხეთიდან აზერბაიჯანზე, თუ ეს უკრაინული სვლაა აზერბაიჯან-რუსეთის დაპირისპირების გასაღრმავებლად?“, რომლის ბოლო ნაწილში ვწერდით-„...პრეზიდენტი ალიევი არ მორიდებია ზელენსკისთან ურთიერთობის გაგრძელებას და ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნას-აზერბაიჯანული „სოკარის“ საწვავგასამართ სადგურებზე უკრაინაში ბენზინსა და დიზელს უფასოდ უსხამდნენ სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანებს“ და ორიოდე საათში უკრაინაში „სოკარი“ ააფეთქეს,თანაც ორი ავტოგასამართი სადგური და ისიც ერთდროულად...
უკრაინაში მეოთხე წელია ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, რუსული კამიკაძე-დრონები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები დარტყმებს აყენებენ ფრონტის ხაზიდან ღრმა ზურგშიც და ამას აქამდეც მოჰყოლია არაერთი ავტოგასამართი სადგურის დაზიანება-აფეთქება...
თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თვითმხილველები აცხადებენ, რომ კიევი-ჟიტომირის ავტოსტრადაზე, სოფელ ბერეზინასთან, გზის ორივე მხარეს განლაგებულ ავტოგასამართ სადგურებში ისე მოხდა აფეთქებები, რომ საჰაერო დაბომბვა არ ყოფილაო...

ანუ ამოქმედდა წინასწარ ჩადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებმაც ძირითადი ზიანი ავტოგასამართ სადგურზე მიბმულ მაღაზიებში გამოიწვიეს და ეს არ იყო გათვლილი თავად ავტოგასამართი სადგურების ჰაერში ასაწევად...
ეს კი იმაზე შეიძლება მიუთითებდეს, რომ „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე ასეთი დემონსტრაციული ერთდროული აფეთქებებით შეიძლება ღია გაფრთხილება იქნა გაგზავნილი რუსული მხარიდან აზერბაიჯანის მიმართულებით-აღარ დაეხმაროთ უკრაინას, თუნდაც საწვავის გადაცემით...
ის, რომ რუსეთ-აზერბაიჯანის ბოლო პერიოდის დაპირისპირების ფონზე (რაც აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის გროზნოს თავზე საზენიტო რაკეტებით დაზიანებასა და კატასტროფას მოჰყვა) კიდევ უფრო გაღრმავდა ალიევ-ზელენკის ურთიერთობები,რასაც არ შეიძლება დიდი გაღიზიანება არ გამოეწვია პუტინში.

კრემლი სხვა დროს კიდევ უფრო რადიკალური იქნებოდა აზერბაიჯანის მიმართ,მაგრამ დღეს,როდესაც უკრაინასთან ასეთ ხანგრძლივ ომშია ჩაბმული,მას არანაირად არ აწყობს „მეორე ფრონტის “გახსნა ბაქოსთან,ამიტომაც რაიმე შეიარაღებული დაპირისპირების დაწყება რუსეთ-აზერბაიჯანს შორის ცოტა ძნელად შესაძლებელია,თუმცა ამ სახის გაფრთხილებები-უკრაინაში „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე მიზანმიმართული დივერსიული აფეთქებების მოწყობით, სრულიად შესაძლებელია კვლავ გაგრძელდეს...