„თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში - კვირის პალიტრა

„თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში

საქართველოს რაგბის კავშირსა და „ჯინო ჰოლდინგის“ ინოვაციურ პროექტ „თბილისის ბულვარსა“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ეს პარტნიორობა მიზნად ისახავს ქართული რაგბის პოპულარიზაციას და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

მემორანდუმს ხელი მიხეილ მესხის სტადიონზე მოაწერეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დავით კაჭარავამ და „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა, ნოდარ გიორგაძემ.

„თბილისის ბულვარსა“ და რაგბის კავშირს შორის თანამშრომლობა რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას მოიცავს, რაც გულისხმობს საინტერესო პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას, რომელიც მიმართული იქნება რაგბის პოპულარიზაციისა და მასობრივი სპორტის განვითარებისკენ.

„თბილისის ბულვარი“ არის პირველი სრულფასოვანი კურორტი თბილისის ზღვაზე, „ჯინო აკვაპარკის“ მიმდებარედ. ის აერთიანებს საცხოვრებელ, სასტუმრო, რეკრეაციულ, საგანმანათლებლო და სპორტულ ინფრასტრუქტურას. პროექტის მთავარი ღირებულებებია ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა, მომავალ თაობაზე ზრუნვა და მდგრადი განვითარება.

ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ზოგადად, ქართული სპორტისთვის და ის ხელს შეუწყობს რაგბის, როგორც ეროვნული სპორტის სახეობის, შემდგომ განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი პოზიციების გამყარებას.

R