სკანდალური ვერსია: "გასროლამდე თორნიკე რიჟვაძემ წერილი დაწერა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს მისი ოჯახის დაცვას სთხოვს" - რას წერს მედიის ნაწილი - კვირის პალიტრა

სკანდალური ვერსია: "გასროლამდე თორნიკე რიჟვაძემ წერილი დაწერა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს მისი ოჯახის დაცვას სთხოვს" - რას წერს მედიის ნაწილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე დღეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ჯერ საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაში შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს. ექიმების განმარტებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შემთხვევა საზღაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის ალექსი ახვლედიანის სახლში მოხვდა. ის ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით არის ახვლედიანია დაკავებული.

ოფიციალური ვერსიაზე სამართალდამცველები ჯერ არ საუბრობენ. ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, როგორც თვითმკვლელობის ან იარაღთან გაუფრთხილებლად მოპყრობის ვერსიის განხილვა.

თუმცა მედიის ნაწილმა სკანდალური ვერსია გაავრცელა. კერძოდ, მისი მიხედვით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა, რომელიც მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა.

წერილში რიჟვაძე აქცენტს რამდენიმე საკითხზე აკეთებს, მათ შორის წერს, რომ მას კორუფციას და „ბარიგების“ მფარველობას აბრალებდნენ. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ დაიცვან მისი ოჯახი.

რიჟვაძე წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ყველა მისი თანამშრომელი და გარემოცვის წევრი უდანაშაულოა და ყველა „მისი დავალებით მოქმედებდა“. მადლიერებით და პოზიტიურად საუბრობს ალექსანდრე ახვლედიანზე, რომლის იარაღითაც მან თვითმკვლელობა სცადა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 4 აპრილს დატოვა.

„მეშვიდე წელია ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას. დროა სიახლის და მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს.

მინდა მადლობა გადავუხადო ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, შესაძლებლობისთვის მემსახურა ჩემი კუთხისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული მხარდაჭერისთვის. მადლობა თითოეულ თანამშრომელს, პარტიის წევრებს, გუნდს.

განსაკუთრებული მადლობა აჭარის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის. ვრჩები ,,ქართული ოცნების” ერთგულ ჯარისკაცად და დარწმუნებული ვარ არაერთი დიდი გამარჯვება გველის წინ!“ - წერდა რიჟვაძე სოციალურ ქსელში.