რუსეთის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა თავი მოიკლა - პუტინმა ის ამ დილით თანამდებობიდან მოხსნა - კვირის პალიტრა

რუსეთის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა თავი მოიკლა - პუტინმა ის ამ დილით თანამდებობიდან მოხსნა

რუსეთის ტრანპორტის ყოფილმა მინისტრმა რომან სტაროვოიტმა თავი მოიკლა. ამ დილით ის რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირი პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სტაროვოიტი ტრანსპორტის მინისტრად 2024 წლის მაისიდან მუშაობდა. მანამდე ის კურსკის ოლქის გუბერნატორი იყო.