"ეს ძალიან სანდო ადამიანმა მომიყვა, წერილის ასლიც მექნება... "აღარ შემიძლია, ყველაფერს მაბრალებენო" - რას წერს ჟურნალისტი თორნიკე რიჟვაძეზე? - კვირის პალიტრა

"ეს ძალიან სანდო ადამიანმა მომიყვა, წერილის ასლიც მექნება... "აღარ შემიძლია, ყველაფერს მაბრალებენო" - რას წერს ჟურნალისტი თორნიკე რიჟვაძეზე?

ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე წერს:

"გუშინ ღამით, დაახლოებით 2 საათზე, ალეკო თავისი მანქანით შევარდა "ჯეოჰოსპიტალის" ეზოში. აღელვებული იყო და ხმამაღლა ყვიროდა ”ეს რა გამიკეთეო!“ თორნიკე რიჟვაძე მან თავად მიიყვანა საავადმყოფოში. მანამდე ალეკო, თორნიკე, თორნიკეს მამა და კიდევ რამდენიმე მეგობარი ერთად ქეიფობდნენ. სუფრა ნელ-ნელა დაიშალა, დარჩნენ მხოლოდ სამნი: თორნიკე, ალეკოს მამა და ალეკო. თორნიკეს მამა მალევე წავიდა დასაძინებლად. მისივე თქმით, მანამდე თორნიკე ძალიან აღშფოთებული იყო: „აღარ შემიძლია, ყველაფერს მაბრალებენო,“ იმეორებდა.

საუბარი ნარკოდანაშაულსაც შეეხო. თქვეს, რომ თბილისში მომხდარი შემთხვევა, სადაც ილია ელოშვილმა თავი მოიკლა, თითქოს ამართლებდა რიჟვაძე. ასევე ისაუბრეს თორნიკეს წარსული მცდელობაზეც, ამ შემთხვევამდეც უცდია თვითმკვლელობა .თორნიკე ამბობდა:„მან მოიკლა თავი და დაისვენა. მე რა ვქნა? აღარ შემიძლია…“ცოტა ხნით ადრე, ცოლ-შვილსაც ესაუბრა. უთქვამს:„ჩამოვალ, გნახავთ, არ იდარდოთო.“ამ საუბრის შემდეგ, ალეკო გავიდა ოთახიდან. თორნიკე კი შევიდა ოთახში, სადაც იცოდა, რომ იარაღი ინახებოდა, ის იმ ოჯახში უცხო არ იყო, ხშირად არის ნამყოფი და იცოდა, სად რას ინახავდა ალეკო. მოულოდნელად იარაღი აიღო და ისროლა გულ-მკერდის არეში. თორნიკეს გულის ჯიბეში უკვე დაწერილი წერილი ედო. ეს ძალიან სანდო ადამიანმა მომიყვა, წერილის ასლიც მექნება" - წერს ჯურნალისტი.