7 ივლისიდან ერთი კვირის განმავლობაში ვაჟა-ფშაველას მესამე ტომი სპეციალურ ფასად - 8 ლარად იქნება ხელმისაწვდომი
7 ივლისიდან ერთი კვირის განმავლობაში ვაჟა-ფშაველას სერიის მესამე ტომი სპეციალურ ფასად - 8 ლარად იქნება ხელმისაწვდომი. წიგნში შესულია პოემები და მისი შეძენა შესაძლებელია „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და აპლიკაციაში, ასევე „ბიბლუსის“ მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში.
დიდი მწერლისა და პოეტის შემოქმედებას „პალიტრა L-ი“ 5 ტომად გამოსცემს. თითოეული ტომი თვეში ერთხელ გამოვა და ერთი კვირის განმავლობაში მის შეძენას სპეციალურ ფასად შეძლებთ.
სერია მწერლის თითქმის სრულ შემოქმედებას აერთიანებს:
· ტომი I – ლექსები;
· ტომი II – ლექსები;
· ტომი III – პოემები („გველის მჭამელი“, „ალუდა ქეთელაური“, „ბახტრიონი“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“ და სხვა);
· ტომი IV – მოთხრობები;
· ტომი V – მოთხრობები, წერილები და პუბლიცისტიკა.
გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ახალი სერია კარგი შესაძლებლობაა, შეაგროვოთ ქართველი კლასიკოსი მწერლის შემოქმედება, ხელმისაწვდომ ფასად.
R