"სასწრაფოდ... თუ საავადმყოფოში არ დავწვები, მოვკვდები... სრულიად მარტო ვარ" - მარტა ბარამიძეს დახმარება ესაჭიროება - კვირის პალიტრა

"სასწრაფოდ... თუ საავადმყოფოში არ დავწვები, მოვკვდები... სრულიად მარტო ვარ" - მარტა ბარამიძეს დახმარება ესაჭიროება

მარ­ტა ბა­რა­მი­ძე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი პრო­ექტ "მას­ტერ­შე­ფი­დან" და სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" გახ­და. გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის წყა­ლო­ბით ის ყო­ველ­თვის იპყრობ­და ყუ­რა­დღე­ბას. თუმ­ცა, მისი ის­ტო­რია მხო­ლოდ ეკ­რა­ნუ­ლი წარ­მა­ტე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. წლე­ბის წინ მან სა­ჯა­როდ ისა­უბ­რა სა­კუ­თარ მძი­მე ცხოვ­რე­ბა­ზე, იმა­ზე, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი იყო და აღ­მზრდე­ლი მშობ­ლე­ბის მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­ლდათ.

ახლა მარ­ტა მარ­ტოა და მას დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა

დღეს დი­ლით, მარ­ტა ბა­რა­მი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. მისი თქმით, რამ­დე­ნი­მე ხნის წინ მი­ღე­ბუ­ლი თა­ვის ტრავ­მის შე­დე­გად ტვინ­ში სის­ხლის გა­ჟონ­ვა და­ე­მარ­თა, რის გა­მოც სას­წრა­ფო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და დრე­ნა­ჟის ჩად­გმა ესა­ჭი­რო­ე­ბა.

"გა­მარ­ჯო­ბა მე­გობ­რე­ბო, რამ­დე­ნი­მე ხნის წინ მქონ­და ძა­ლი­ან დიდი ტრავ­მა თავ­ზე, გა­და­მოწ­მე­ბის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა რომ სის­ხლის გა­ჟონ­ვა წა­ვი­და ტვინ­ში..! სას­წრა­ფოდ მე­სა­ჭი­რო­ე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და აღარც მო­რი­დე­ბას ვე­რი­დე­ბი :(( დღეს­ვე უნდა დავ­წვე კლი­ნი­კა­ში რომ ჩა­მიდ­გან დრე­ნა­ჟი.. აქვე და­ვურ­თავ ჩემს ან­გა­რიშს.. თქვე­ნი გვერ­დში დგო­მა მჭირ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად.. შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ მოვ­კვდე თუ დრო­ზე არ მი­ვალ მჭირ­დე­ბა ჯამ­ში 5000 ლარი", - წერს მარ­ტა.

Ambebi.ge და­უ­კავ­შირ­და მარ­ტას დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად:

"რამ­დე­ნი­მე თვის წინ, მე­გობ­რის სახ­ლში გა­და­ვე­დი ჯი­ქი­ა­ზე, მა­ცი­ვა­რი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი იყო და მუშა გა­მო­ვი­ძა­ხე გა­სა­კე­თებ­ლად. შემ­დეგ სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­ვი­ტა­ნე მი­ნის თა­რო­ე­ბი, რომ გა­მე­რე­ცხა და ამ დროს წყალ­ზე ამის­რი­ალ­და ფეხი და უკან მხრი­დან და­ვე­ცი. თავი გა­მის­კდა, რვა ნა­კე­რი დამ­ჭირ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სკალ­პის ქვე­ვით მქონ­და წარ­მო­ნაქ­მნი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც არ ვი­ცო­დი. ტრავ­მის დროს ესეც გას­კდა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩაქ­ცე­ვა ტვინ­შია წა­სუ­ლი და სას­წრა­ფოდ მჭირ­დე­ბა ოპე­რა­ცია. უნდა ჩა­მიდ­გან თავ­ში დრე­ნა­ჟი, რომ ეს სი­თხე ამო­ი­ღონ, თო­რემ მარ­ცხე­ნა ნა­ხე­ვარსფე­რო ისე ივ­სე­ბა სი­თხით, რომ თუ არ დავ­წვე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მოვ­კვდე­ბი."

გააგრძელეთ კითხვა