"წალკაში 9 წელი ჰყავდათ დაბმული დაღესტნელი ქალი და აუპატიურებდა სხვადასხვა კაცი... 9 შვილი გააჩენინეს" - თამუნა მუსერიძე ტრეფიკინგის საქმეზე - კვირის პალიტრა

"წალკაში 9 წელი ჰყავდათ დაბმული დაღესტნელი ქალი და აუპატიურებდა სხვადასხვა კაცი... 9 შვილი გააჩენინეს" - თამუნა მუსერიძე ტრეფიკინგის საქმეზე

თამუნა მუსერიძე უმძიმეს ტრეფიკინგის საქმეზე საუბრობს:

"წალკაში 9 წელი ქალი ჰყავდათ დაბმული; 9 წელი აუპატიურებდა სხვადასხვა კაცი. 7 შვილი გააჩენინეს. ამ საქმეზე არავინ დაუკავებიათ. ეს ქალბატონი დაღესტნელი იყო, რომელიც ქართველმა შეყვარებულმა საქართველოში წამოიყვანა. "დაღესტნელი ტყვე ქალი" - ასე შეგიძლიათ იპოვოთ "იუთუბზე".

ეს ჩემთვის იყო ბრაზის, ზიზღის, დაუცველობის - ყველაფრის შეგრძნება ერთად. ამ უბედურებას ხომ ქართველები ვაკეთებდით?

ყველა შვილი ვიპოვეთ, არც ერთს არ უნდა დედასთან ურთიერთობა, რცხვენიათ.

ვიდეო: "მამების დრო"