რატომ დატოვა თანამდებობა გდდ-ს დირექტორის მოადგილე მილერი ლაგაზაურმა?! - კვირის პალიტრა

რატომ დატოვა თანამდებობა გდდ-ს დირექტორის მოადგილე მილერი ლაგაზაურმა?!

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მილერი ლაგაზაურმა თანამდებობა დატოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მან თავად მიიღო.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ზვიად ხარაზიშვილმაც ("ხარება") დატოვა. შსს-ს ინფორმაციით, ხარაზიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე რომან ქარცივაძემ ჩაანაცვლა.

"ინტერპრესნიუსი"