"15 წლის გო­გომ მო­ტყუ­ე­ბით მი­იყ­ვა­ნა მო­ზარ­დი იმ ჯურღმულში, მას­ზე იძალადეს, მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და­ნით მიაყენეს, სცემეს..." - უმძიმესი დანაშაულის დეტალები - კვირის პალიტრა

"15 წლის გო­გომ მო­ტყუ­ე­ბით მი­იყ­ვა­ნა მო­ზარ­დი იმ ჯურღმულში, მას­ზე იძალადეს, მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და­ნით მიაყენეს, სცემეს..." - უმძიმესი დანაშაულის დეტალები

15 წლის ბი­ჭის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი ძა­ლა­დო­ბის საქ­მეს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იძი­ე­ბენ. მომ­ხდარ­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ გან­ცხა­დე­ბა უკვე გა­ა­კე­თა და ცნო­ბი­ლია, რომ 9 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. „ფა­შის­ტუ­რი“ იდე­ო­ლო­გი­ის ჯგუ­ფის წევ­რებ­მა, წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, არას­რულ­წლო­ვა­ნი წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, მო­ტყუ­ე­ბით მი­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში არ­სე­ბულ ერთ-ერთ მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში, და­ზა­რა­ლე­ბულს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და და­ნე­ბი­სა და პის­ტო­ლე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით აი­ძუ­ლეს დამ­დგა­რი­ყო მუხ­ლებ­ზე და და­ჩო­ქილს ცივი ია­რა­ღით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში მი­ა­ყე­ნეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა.

ამ დრომ­დე მძი­მე ფსი­ქო­ე­მო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი 15 წლის მო­ზარ­დი. მისი ად­ვო­კა­ტი მაკა ბე­რა­ძე, ამ­ბობს, რომ ამ ამ­ბის შემ­დეგ ბავ­შვთან მუ­შა­ობს ფსი­ქო­ლო­გი და ასე­ვე გრძელ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა, რად­გან მო­ზარდს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას აღე­ნიშ­ნე­ბა.

მისი თქმით, ოჯახს არ სურს დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, ამი­ტომ თა­ვად ად­ვო­კა­ტიც სას­ტი­კი მო­პყრო­ბის დე­ტა­ლებ­ზე ვერ სა­უბ­რობს. მაკა ბე­რა­ძის თქმით, მო­ზარ­დი თა­ნა­ტოლ­მა გო­გო­ნამ მო­ტყუ­ე­ბით მი­იყ­ვა­ნა თბი­ლის­ში, მეტ­რო­სად­გურ "სა­მას არაგ­ველ­თან ახ­ლოს მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში, სა­დაც მას არას­რულ­წლო­ვან­თა ჯგუ­ფი სას­ტი­კად გა­უს­წორ­და.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ზარ­დის ად­ვო­კა­ტი მაკა ბე­რა­ძე:

- პირ­ველ რიგ­ში გე­ტყვით, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბი­ჭის ოჯა­ხი კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გია ნე­ბის­მი­ერ რე­პორ­ტაჟ­ზე და ამი­ტომ მოკ­ლე ინ­ფორ­მა­ცი­ით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი. ბავ­შვის ფო­ტო­ე­ბი თა­ვად დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა გა­ავ­რცე­ლეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ბავ­შვს ემუქ­რე­ბოდ­ნენ რომ მისი წა­მე­ბის ამ­სახ­ველ კად­რებს გა­ავ­რცე­ლებ­დნენ და გა­ავ­რცე­ლეს კი­დეც. მეც ვნა­ხე ეს ფო­ტო­ე­ბი. შემ­დეგ უკვე იმ­დენ ად­გი­ლას, ათას­ნა­ირ ჯგუფ­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. მომ­ხდარ­ზე გე­ტყვით იმას, რომ ეს იყო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წა­მო­წყე­ბუ­ლი სა­უბ­რის გამო. ბავ­შვმა და­წე­რა თა­ვი­სი აზრი და ამის შემ­დეგ მო­ტყუ­ე­ბით მი­იყ­ვა­ნეს იმ სა­ში­ნელ ად­გი­ლას, სა­დაც ძა­ლა­დო­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. ბავ­შვი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, იყო კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამ შემ­დეგ ექიმ­თან შე­თან­ხმე­ბით ბავ­შვი სახ­ლში გა­და­იყ­ვა­ნეს და იქ გრძელ­დე­ბა მისი მკურ­ნა­ლო­ბა და ასე­ვე მუ­შა­ობს ფსი­ქო­ლო­გი.

რად­გან უდი­დე­სი სტრე­სი მი­ი­ღო ფი­ზი­კურ და­ზი­ა­ნე­ბას­თან ერ­თად. მძი­მეა მისი ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და ვე­ლო­დე­ბით რომ სა­სა­მარ­თლო მო­ძა­ლა­დე­ე­ბის მი­მართ სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვი ძა­ლი­ან კარგ გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბა, ოჯა­ხი არის ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ბავ­შვი იზ­რდე­ბა სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულ­ში, მარ­თლა ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მშობ­ლე­ბი არი­ან და სწო­რედ მას შემ­დეგ, რაც და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ბავ­შვი მი­ვი­და სახ­ლში, თა­ვად ოჯა­ხი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი 112-ში და და­ი­წყო საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა.

- იქ­ნებ გვი­თხრათ, რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და მო­ზარდს?

- ამ დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რიც მძი­მეა. ეს დაჯ­გუ­ფე­ბა არის ე.წ. ფა­შის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ბავ­შვს პი­რა­დად არ იც­ნო­ბენ. მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ე­კონ­ტაქტნენ ერ­თმა­ნეთს. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არის არას­რულ­წლო­ვა­ნი გოგო. რო­მე­ლიც ჯგუ­ფის ერთ-ერ­თმა წევ­რია, ერთ ერთი ძი­რი­თა­დი მო­ნა­წი­ლეა, ამ გო­გომ მო­ტყუ­ე­ბით მი­იყ­ვა­ნა მო­ზარ­დი იმ სა­ში­ნელ ად­გი­ლას და შემ­დეგ მოხ­და მას­ზე ძა­ლა­დო­ბა. ბავ­შვს და­ნით აქვს და­სე­რი­ლი მთლი­ა­ნი სხე­უ­ლი, ძა­ლი­ან სცე­მეს და ძი­რი­თა­დად ტრავ­მა მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და თავ­ში და სა­ხის არე­ში. ჰქონ­და მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და­ნით, რაც სა­ჯა­როა.

წაიკითხეთ სრულად