"ჩვენი ქორწილი - ეს იქნება ნუცას კონცერტი, ყოველთვის მინდოდა ქორწილი კუნძულზე" - სად აპირებს ნუცა ბუზალაძე ქორწილის გადახდას და რომელმა ვარსკვლავებმა მიულოცეს ნიშნობა? - კვირის პალიტრა

"ჩვენი ქორწილი - ეს იქნება ნუცას კონცერტი, ყოველთვის მინდოდა ქორწილი კუნძულზე" - სად აპირებს ნუცა ბუზალაძე ქორწილის გადახდას და რომელმა ვარსკვლავებმა მიულოცეს ნიშნობა?

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მომ­ღე­რა­ლი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე თა­ვი­სი­ვე და­რენ პრინსზე და­ი­ნიშ­ნა. ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ნუ­ცამ გულ­შე­მატ­კივ­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­უ­ზი­ა­რა და ხე­ლის თხოვ­ნის კად­რე­ბიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ამ­ჯე­რად ამ სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბის შე­სა­ხებ ნუ­ცამ toofab.com-თან ისა­უბ­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ქორ­წი­ლის გეგ­მე­ბიც გა­უ­ზი­ა­რა."ორ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ის ჩემი აგენ­ტი იყო და დღემ­დე ასეა. მას შემ­დეგ, რაც ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­და­ვე­დი, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი­დან რო­მან­ტი­კულ­ში გა­და­ი­ზარ­და და ვფიქ­რობ, ეს იყო სა­უ­კე­თე­სო რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნა ნუ­ცამ და დას­ძი­ნა, რომ ხე­ლის თხოვ­ნის შე­თა­ვა­ზე­ბა მის­თვის სი­ურპრი­ზი იყო...

"რო­დე­საც მან ეს გა­ა­კე­თა შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი", - თქვა ნუ­ცამ. მომ­ღერ­ლის თქმით, იმე­დოვ­ნებ­და, რომ და­რე­ნი ხელს სთხოვ­და, თუმ­ცა იმ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო.

ნუ­ცამ აღ­ნიშ­ნა, რომ ფა­ნე­ბის გარ­და ნიშ­ნო­ბა რამ­დე­ნი­მე ვარ­სკვლავ­მაც მი­უ­ლო­ცა. წყვილს და­უ­რე­კა მე­ჯიქ ჯონ­სონ­მა. "ის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო და ამ­ბობ­და, რომ უხა­რია, რად­გან ორი­ვე ჩვენ­განს იც­ნობს. ის და ქუქი (მე­ჯიქ კონ­სო­ნის მე­უღ­ლე), ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ. მან დაგ­ვი­რე­კა, რამ­დე­ნი­მე რჩე­ვაც მოგ­ვცა, რად­გან ამ­დე­ნი ხა­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არი­ან. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ამის მოს­მე­ნა.

შემ­დეგ Chevy Chase-მა დაგ­ვი­რე­კა, ასე­ვე Ric Flair-მა და ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ჩვე­ნი ამ­ბით. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა იმის გა­გე­ბა, რომ ჩვე­ნი ყვე­ლა მე­გო­ბა­რი ბედ­ნი­ე­რია ჩვე­ნი ამ­ბით", - აღ­ნიშ­ნა ბუ­ზა­ლა­ძემ.

გააგრძელეთ კითხვა