იკრძალება ძაღლისა და კატის სკოლებში, უნივერსიტეტებში, მაღაზიებში, აფთიაქებსა და საავადმყოფოებში შეყვანა - რა წერია კანონში? - კვირის პალიტრა

იკრძალება ძაღლისა და კატის სკოლებში, უნივერსიტეტებში, მაღაზიებში, აფთიაქებსა და საავადმყოფოებში შეყვანა - რა წერია კანონში?

ძაღ­ლი­სა და კა­ტის სკო­ლებ­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, მა­ღა­ზი­ებ­ში, აფ­თი­ა­ქებ­სა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში შეყ­ვა­ნა იკ­რძა­ლე­ბა. ამის შე­სა­ხებ „ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა შე­სა­ხებ“ კა­ნონ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც უკვე გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნე­ზე.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ამ კა­ნო­ნის ამო­ცა­ნე­ბია: ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლი­სა და ადა­მი­ა­ნის დაც­ვა სხვა ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის­გან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ე­ბის­გან; ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის დაც­ვა არა­სა­თა­ნა­დო და სას­ტი­კი მო­პყრო­ბის­გან; ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბი­სა და პო­პუ­ლა­ცი­ის მარ­თვის ჰუ­მა­ნუ­რი პრინ­ცი­პე­ბი­სა და მე­თო­დე­ბის და­ნერგვა.მათ შო­რის, კა­ნო­ნი ად­გენს პატ­რო­ნი­ა­ნი ცხო­ვე­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის ზო­გად მო­თხოვ­ნებს.

კერ­ძოდ, რო­გორც დო­კუ­მენ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ცხო­ვე­ლის კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და ადა­მი­ა­ნი­სა და ცხო­ვე­ლის თა­ნა­არ­სე­ბო­ბის უსაფრ­თხო გა­რე­მოს შექ­მნის მიზ­ნით ცხო­ვე­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბა, მათ შო­რის, გა­სე­ირ­ნე­ბა, მგზავ­რო­ბა და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა, უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს დად­გე­ნი­ლი წე­სით. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად:

ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, მათ შო­რის, ბულ­ვარ­ში, პარკში ან სკვერ­ში (გარ­და სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფი­ლი ად­გი­ლე­ბი­სა), და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ საბ­ლის ან ალი­კა­პის გა­მო­ყე­ნე­ბით, გარ­და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბი­სა, სა­დაც საბ­ლის გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლე­ბაც იქ­ნე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი;.. გააგრძელეთ კითხვა