დიდი ქართული კატასტროფა?! - "საქართველოში 300 ათასი თამაშდამოკიდებული ადამიანი ცხოვრობს და..." - კვირის პალიტრა

დიდი ქართული კატასტროფა?! - "საქართველოში 300 ათასი თამაშდამოკიდებული ადამიანი ცხოვრობს და..."

„ერთ-ერთი ბოლო მონაცემით, საქართველოში სათამაშო ბიზნესის წლიური ბრუნვა 76 მლრდ ლარს შეადგენდა. კოლოსალური რიცხვებია, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს და მიუთითებს“, - ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“, აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ბესელიამ განაცხადა.

ბესელია საქართველოში თამაშდამოკიდებულ ადამიანთა რაოდენობას ასახელებს და მათ რეალურ პრობლემებზე აქცენტირებს.

„საქართველოში დაახლოებით 300 ათასი თამაშდამოკიდებული ადამიანია. იმის მიუხედავად, რომ თამაშდამოკიდებულება ფსიქიკურ პრობლემად ჯერ კიდევ 1975 წელს აღიარეს, მასთან სისტემური ბრძოლა დაახლოებით ბოლო 15 წელია დაიწყო, რადგან თამაშის გლობალურად გავრცელება იწყება 2010 წლიდან, როცა თამაშის შესაძლებლობა ონლაინში გაჩნდა, თანაც, უამრავი ალტერნატივით.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, ჩვენთან პირველი ონლაინ სათამაშო სივრცე 2008 წლიდან ჩნდება და მას შემდეგ გასაოცარი მასშტაბის ზრდა აქვს - 108 000%-იანი, სიტყვიერადაც ვიტყვი - 108 ათასი პროცენტი! ასეთი მასშტაბით, დროის მსგავს მონაკვეთში, არც ერთი ბიზნესი არ იზრდება, არც საქართველოში და არც რომელიმე სხვა ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი ბოლო მონაცემით, საქართველოში სათამაშო ბიზნესის წლიური ბრუნვა 76 მლრდ ლარს შეადგენდა. კოლოსალური ზრდა და კოლოსალური რიცხვებია, რომლებიც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს და მიუთითებს.

განაგრძე კითხვა