"დიახ, მივედი, აფხაზურ დროშას შეგნებულად მივასხი ბენზინი და დავწვი..." - ირაკლი ბებუას პირველი ინტერვიუ, რომელმაც აფხაზურ ციხეში 4 წელი გაატარა - კვირის პალიტრა

"დიახ, მივედი, აფხაზურ დროშას შეგნებულად მივასხი ბენზინი და დავწვი..." - ირაკლი ბებუას პირველი ინტერვიუ, რომელმაც აფხაზურ ციხეში 4 წელი გაატარა

27 წლის იყო, როცა ბე­ბი­ის მო­სავ­ლე­ლად გალ­ში გა­და­ვი­და და უკან ვე­ღარ დაბ­რუნ­და - ე.წ. სა­ზღვა­რი ჩა­კე­ტეს. აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ დევ­ნილ ოჯახ­ში გაზ­რდი­ლი ირაკ­ლი ბე­ბუა იქ მარ­ტო დარ­ჩა, სა­ბო­ლო­ოდ კი „და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს“ მისი გაბ­რა­ზე­ბა პრო­ტეს­ტად იქცა - ე.წ. აფხა­ზე­თის დრო­შას ცე­ცხლი წა­უ­კი­და და მომ­ხდა­რი­დან ის მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს.

ოკუ­პი­რე­ბულ გალ­ში მომ­ხდა­რი ეს ერთი შე­ხედ­ვით სიმ­ბო­ლუ­რი აქტი ბე­ბუ­ას­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფა­სად იქცა. დე ფაქ­ტო სა­სა­მარ­თლომ მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბით 9 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა, თუმ­ცა ცი­ხე­ში ოთხ წელ­ზე მეტი დაყო.

დღეს, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ბე­ბუა პირ­ვე­ლად გვიყ­ვე­ბა თა­ვის ის­ტო­რი­ას. რო­გო­რია ცხოვ­რე­ბა ტყვე­ო­ბის შემ­დეგ, რა პი­რო­ბებ­ში მო­უ­წია არ­სე­ბო­ბა, რო­გორ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა თავი, რწმე­ნა და ადა­მი­ა­ნო­ბა. და რაც მთა­ვა­რია - რას ნიშ­ნავს მის­თვის პრო­ტეს­ტი, რო­მელ­საც ყვე­ლაფ­რის და­კარ­გვა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს

- იმ დღეს, რო­დე­საც და­მა­კა­ვეს, ფე­ხით მივ­დი­ო­დი, მარ­ტო და და­მი­ჭი­რეს. ბრა­ზი ჰქონ­დათ და იმი­ტომ და­მი­ჭი­რეს, ზოგს ეგო­ნა თით­ქოს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დაკ­ვე­თა იყო, ის რაც გა­ვა­კე­თე.

- რო­გორ გრძნობ­დი თავს, რო­დე­საც ასე­თი მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბი წა­გი­ყე­ნეს.

- შოკი იყო, რე­ა­ლუ­რი გან­საც­დე­ლი რომ დად­გა და­ვი­ნა­ხე, თან მარ­ტო ვი­ყა­ვი. 9 წელს მარ­თლა არ ვე­ლო­დი. სა­სა­მარ­თლომ­დე ჩემ­მა ად­ვო­კატ­მა გა­მიყ­ვა­ნა და მი­თხრა, 12 წლის მო­ცე­მაც შე­უძ­ლი­ათ, მაგ­რამ მაგ­დენს არ მოგ­ცე­მე­ნო.

- ვინ იყო თქვე­ნი ად­ვო­კა­ტი?

- ად­გი­ლობ­რი­ვი, მო­ხუ­ცი კაცი იყო, საკ­მა­ოდ ნორ­მა­ლუ­რი. სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი იყო, მეგ­რუ­ლი გვა­რით. პრო­ცეს­ზე რაც შე­ეძ­ლო, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ იქა­უ­რი ადა­მი­ა­ნი იყო, საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რობ­და, ჩემ­გა­ნაც მო­ი­თხოვ­და, რომ მე­ლა­პა­რა­კა, რა­ტომ გა­ვა­კე­თე, შე­იძ­ლე­ბა თა­ვა­დაც აწუ­ხებ­და, გვა­რი ხომ მეგ­რუ­ლი ჰქონ­და. მა­გის ად­ვო­კა­ტო­ბას ხუ­თი­ან­ზე შე­ვა­ფა­სებ­დი.

- რა იყო ირაკ­ლი ეს პი­რა­დი მო­ტი­ვა­ცია თუ პრო­ტეს­ტის სიმ­ბო­ლო?

- ჩემი თა­ვის გამო გა­ვა­კე­თე, ზოგი სხვას აწო­ნებს თავს, მე ჩემი თა­ვის­თვის გა­ვა­კე­თე. ვი­ცო­დი, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი რა­ღაც მოჰ­ყვე­ბო­და, მაგ­რამ ამ­დე­ნი წელი რომ და­ვე­ჭი­რე არ ვე­ლო­დი. იმ დღეს დღე­სას­წა­უ­ლი იყო და გა­მო­სუ­ლი იყ­ვნენ ქუ­ჩა­ში დიდი და პა­ტა­რა. ეგ წარ­წე­რა რამ­დე­ნი­მე დღით ადრე შე­ვამ­ჩნიე და ვი­ცო­დი, რომ ეგ უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ორი დღით ადრე შევ­ნიშ­ნე, ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ მზა­დე­ბა იყო, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ზე­ი­მი, აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის. მი­ვე­დი, შეგ­ნე­ბუ­ლად მი­ვას­ხი ბენ­ზი­ნი და დავ­წვი.

- რას ეტყო­დით იმ ადა­მი­ა­ნებს ვი­საც ჰგო­ნი­ათ, რომ პრო­ტესტს არ აქვს აზრი, რად­გან შე­საძ­ლოა ამას ძა­ლი­ან დიდი სას­ჯე­ლი მოჰ­ყვეს, თუნ­დაც ეს შემ­თხვე­ვა...

- ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, ზო­გა­დად ბრძე­ნი ხალ­ხის აზრს უნდა და­ე­კი­თხონ, მე ეს ჩემი ნე­ბით გა­ვა­კე­თე. წმინ­და­ნებს უნდა და­ე­კი­თხონ, არი­ან ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ღმერ­თმა ჩა­ა­ბა­რა ეს ქვე­ყა­ნა. იმათ აქვთ პა­სუ­ხე­ბი და რჩე­ვა-და­რი­გე­ბე­ბი, რა დროს რა უნდა გა­ა­კე­თოს ადა­მი­ან­მა.

- ვინ არის თქვენ­თვის ასე­თი პი­როვ­ნე­ბა?

- მა­ინც არ ვუ­ჯე­რებ და არ ვუს­მენ, რო­გორ არ არის, მამა ნი­კო­ლო­ზი არის.

- ბერ ნი­კო­ლოზს გუ­ლის­ხმობთ, ნა­რი­მანს?

- დიახ.

- რა პი­რო­ბებ­ში გი­წევ­დათ ცხოვ­რე­ბა, მარ­ტო იყა­ვით სა­კან­ში?

- არა, ერთი პა­ტა­რა სა­კა­ნი იყო, ყვე­ლა მაგ ზო­მის იყო და­ახ­ლო­ე­ბით. ოთხი კაცი, სამი კაცი, ვის­ხე­დით. რო­დე­საც იგებ­დნენ რა ბრალ­დე­ბით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი ყვე­ლას სხვა­დას­ხვა რე­აქ­ცია ჰქონ­და. მაგ­რამ აგ­რე­სი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი უფრო და­კა­ვე­ბის დროს იყო.

- პა­ტიმ­რე­ბის­გან თუ გრძნობ­დი აგ­რე­სი­ას?

- იყო ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, მა­თიც მეს­მის, აქ რომ მომ­ხდა­რი­ყო ათი წლის წინ რა აზ­როვ­ნე­ბი­თაც ვი­ყა­ვი და ეგე­თი რამე გა­ე­კე­თე­ბი­ნა ვინ­მეს და გვერ­დშიც თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი მყო­ლოდ­ნენ, მეც ასე­თი რე­აქ­ცია მექ­ნე­ბო­და. იყო შემ­თხვე­ვე­ბი რო­დე­საც შე­ეძ­ლოთ აგ­რე­სია გა­მო­ე­ხა­ტათ, მაგ­რამ თავი შე­ი­კა­ვეს.

- სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა­ზე თუ გქონ­და წვდო­მა, კვე­ბა რო­გო­რი იყო?

- დიახ, მქონ­და, კვე­ბაც ნორ­მა­ლუ­რი იყო, იქამ­დე მე ცი­ხე­ში არ ვმჯდარ­ვარ არ ვიცი რო­გო­რი საკ­ვე­ბია, რომ ამ­ბო­ბენ, რუ­სე­თის ცი­ხეს სჯო­ბი­აო, ალ­ბათ ასეა. სხვა­თა შო­რის მო­რი­გე­ე­ბიც იმ საჭ­მლით იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ რი­თაც ჩვენ, ალ­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ებ­შიც ასეა.

- ირაკ­ლი, რო­გორ ფიქ­რობთ, ახ­ლაც რის­კის ქვეშ ხართ მომ­ხდა­რის გამო?

- არა, ვი­ღას ვახ­სო­ვარ, ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და, ყვე­ლას თა­ვი­სი საქ­მე აქვს. თუ ვინ­მეს სად­მე გა­და­ვეკ­ვე­თე, შე­იძ­ლე­ბა. იმას არ ვფიქ­რობ, რომ ვინ­მე ჩა­მი­საფ­რდეს იმის გამო, რომ ხუთი წლის წინ დრო­შა დავ­წვი.

- აფხა­ზეთ­ში გა­დას­ვლის უფ­ლე­ბა თუ გაქვთ?

- არ ვიცი, რომ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს, სა­ბუთ­ზე არ იყო დე­პორ­ტი, არც მი­კი­თხავს. რა უნდა მოხ­დეს რომ ჩა­ვი­დე, რის გამო, და­სას­ვე­ნებ­ლად? - თუ რამე საქ­მე იქ­ნე­ბა ჩემ­გან გა­მომ­დი­ნა­რე, ვალ­დე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი ჩა­ვი­დე, მაგ­რამ სა­სე­ირ­ნოდ არა. ვინ მყავს რომ მანდ, რა­ტომ უნდა ჩა­ვი­დე?

- გჯე­რათ, რომ აფხა­ზებ­თან შე­რი­გე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- აფხა­ზე­თი რომ დაბ­რუნ­დე­ბა მა­გის მჯე­რა, მაგ­რამ ვინ და­აბ­რუ­ნებს არ ვიცი. სი­მარ­თლეა, რომ აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა. კარ­გი იქ­ნე­ბა ორი­ვე მხა­რე თუ გა­ი­აზ­რებს ამას.

განაგრძე კითხვა