(VIDEO) "შენ ხარ ბოროტი, ღვარძლიანი, მაგრამ მესმის შენი ბრალი არ არის" - გიო ჯობავა ვიდეომიმართვას ავრცელებს, რას ამბობს ბლოგერი?
რამდენიმე დღის წინ, ვლოგერმა სალი წვერავამ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ მის მეუღლეს, გიო ჯობავას ეკვადორში ტექნიკა, საბუთები და ფული მოპარეს. როგორც ის ამბობდა, გიო ჯობავა გააბრუეს, საავადმყოფოში მოხვდა, მაგრამ მიუხედავად ამ სირთულისა, მაინც გააგრძელა მოგზაურობა.
სოციალურ ქსელში მალევე გამოჩნდა ვიდეოები, სადაც ამბობენ, რომ ბლოგერი იტყუება. გიორგი ჯობავამ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და ბრალდებებს პასუხობს.