"ექსპერტიზის პასუხები ცნობილია... ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა, არ ვთვლი, რომ ეს საქმე დავხურე" - ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - კვირის პალიტრა

"ექსპერტიზის პასუხები ცნობილია... ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა, არ ვთვლი, რომ ეს საქმე დავხურე" - ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი

5 მა­ისს, ახალ­ცი­ხე­ში, კერ­ძო სა­ბავ­შვო ბაღ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 2 წლის და­ჩის დედა, "პა­ლიტ­რა­ვი­დე­ოს­თან" პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს და ამ­ბობს, რომ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხ­ში წე­რია, რომ ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბამ გა­მო­იწ­ვია.

რო­გორც და­ჩის დედა ამ­ბობს, მისი შვი­ლი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო და არა­ნა­ი­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია.

"ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბი ცნო­ბი­ლია. პა­სუ­ხე­ბის მი­ხედ­ვით, იყო სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა. სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი გა­ვუშ­ვი ბაღ­ში. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე იყო, დაჩი არ ყო­ფი­ლა ცუ­დად. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ წა­ვიყ­ვა­ნეთ ბავ­შვი ბაღ­ში და წა­მო­ვე­დით სამ­სა­ხურ­ში, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მაც­ნო­ბეს, რომ ბავ­შვი და­ღუ­პუ­ლია. სა­ნამ სი­მარ­თლე არ გა­ირ­კვე­ვა, არ გავ­ჩერ­დე­ბი. არ ვთვლი, რომ ეს საქ­მე დავ­ხუ­რე, ჩემ­ზეც ბევ­რი ბრალ­დე­ბე­ბი წა­მო­ვი­და. ვინც მიც­ნობს, იცის რო­გო­რი დედა ვი­ყა­ვი. მე არ ვჩერ­დე­ბი და სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თამ­დე ვიბ­რძო­ლებ, რომ გა­ვი­გო ჩემს შვილს, ჩემს სრუ­ლი­ად ჯან­მრთელ ბავ­შვს რა და­ე­მარ­თა" - ჰყვე­ბა და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვის დედა. გააგრძელეთ კითხვა