17 წლის ბიჭი სანაპიროზე, მის მიერვე გათხრილი გვირაბის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა - ტრაგედია იტალიაში - კვირის პალიტრა

17 წლის ბიჭი სანაპიროზე, მის მიერვე გათხრილი გვირაბის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა - ტრაგედია იტალიაში

იტალიის ჩრდილო-დასავლეთით სანაპიროზე ტრაგედია მოხდა - პლაჟზე მყოფი 17 წლის ბიჭი მას შემ­დეგ და­ი­ღუ­პა, რაც მის მი­ერ­ვე გათხრილი გვირაბი თავ­ზე ჩა­მო­ე­შა­ლა.

ბიჭი მი­წის ქვეშ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა მისი ხმა ვე­რა­ვინ გა­ი­გო.

screenshot-2025-07-12-160845-1752322223.png
roma.corriere.it

"მან გვი­რა­ბი გა­თხა­რა. სურ­და ერთი მხრი­დან შეს­ვლა და მე­ო­რე მხრი­დან გა­მოს­ვლა, თუმ­ცა რო­დე­საც მას­ში გა­დი­ო­და, ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მო­ინ­გრა და ორმო მთლი­ა­ნად ამო­ივ­სო. შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო რა­მის შემ­ჩნე­ვა" – თქვა ინ­ცი­დენ­ტის დროს ახ­ლოს მყოფ­მა მო­ცუ­რა­ვემ.

17 წლის ბიჭი პლაჟზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. წყარო