რა ჩანს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში? - რას ამბობს ალექსი ახვლედიანის ადვოკატი?
ალექსი ახვლედიანის ადვოკატი ლალი აფციაური აცხადებს, რომ კამერებში ყველაფერი ჩანს, მათ შორის ის, თუ როგორ მიდის ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფანჩატურში და გამოაქვს იარაღი.
მისივე თქმით, ალექსი ახვლედიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „მან იარაღი დაუდევრად დატოვა“.
„ჩვენი პოზიცია ასეთია, ვინაიდან, იარაღი ინახებოდა სპეციალურ ქეისში, დახურულ მდგომარეობაში, ცალკე ოთახში, ფანჩატური ვის როგორ წარმოუდგენია, არ ვიცი, მაგრამ მე რაც მაქვს ნანახი და შემდგომში ალბათ, თქვენთვისაც გახდება ცნობილი სურათების მეშვეობით, ეს არის იზოლირებული, ჩვეულებრივი შენობა, უბრალოდ, შემინულია და იკეტება მისი კარი.
ქეისი ჰქონდა დატოვებული ამ ოთახში და ყველაზე მარტივად შემიძლია აგიხსნათ, რომ არის იქ კამერების ჩანაწერები და ალბათ გასაჯაროვდება და თქვენი თვალით ნახავთ. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო