"სამოთხეში შენთან წაიყვანე, ის შენ შვილებზე ზრუნავდა" - ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც გიგა წერს, გარდაიცვალა მათი ოჯახის ახლობელი, რომელიც ბავშვებზე ხშირად ზრუნავდა. გარდაცვლილი ბარბარე ბეჭვაიაა.
„გული ძალიან მტკივა, შენთან სიკვდილს რა უნდოდა. თავი სიზმარში მგონია.
ჩემო სიცოცხლე, ჩაკიდე ხელი და სამოთხეში შენთან წაიყვანე, ის შენ შვილებზე ზრუნავდა“,- წერს გიგა ცხელიშვილი.
"როგორ უნდა გავაგრძელოთ უშენოდ...... სადაა ამ დროს ღმერთი? სადაა სამართალი?“,- წერს ბარბარეს ახლობელი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბარბარეს ქორწილში ცეკვის დროს გული გაუჩერდა: „წუხელ ქორწილში ცეკვის დროს გული გაუჩერდა უცბად“.