გიორგი მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა - კვირის პალიტრა

გიორგი მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა

„ლივერპულმა“ წინასასეზონო მზადებისას პირველი ამხანაგური მატჩი გასვლაზე ჩემპიონშიფის „პრესტონთან“ ჩაატარა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის დაწყების წინ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ავტოავარიაში გარდაცვლილი დიოგუ ჟოტას და მისი ძმის ანდრე სილვას ხსოვნას.

გუნდმა ფეხბურთელებს დროებითი ნომრები გადასცა. ახალწვეულმა გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, 55-ე ნომრიანი მაისურით ითამაშა. მას ბევრი სამუშაო არ ჰქონია და გოლი არ გაუშვა. გააგრძელეთ კითხვა