“ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და მთელი საქართველოსთვის“ - რა მიმართვას ავრცელებს გიორგი მამარდაშვილი - კვირის პალიტრა

“ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და მთელი საქართველოსთვის“ - რა მიმართვას ავრცელებს გიორგი მამარდაშვილი

“ლი­ვერ­პულ­ში“ გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის დე­ბი­უ­ტი შედ­გა. ინ­გლი­სის გუნ­დმა პირ­ვე­ლი ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი „პრეს­ტონ­თან“ ჩა­ა­ტა­რა და მე­ტო­ქე 3:1 და­ა­მარ­ცხა.

ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა პირ­ველ ტა­იმ­ში კა­რის მშრა­ლად შე­ნახ­ვა შეძ­ლო, შემ­დეგ კი შე­მად­გენ­ლო­ბა მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა, თუმ­ცა “ლი­ვე­რუ­პულ­მა“ მე­ტო­ქეს და­მარ­ცხე­ბა შეძ­ლო.

გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და გულ­შე­მატ­კივ­რებს მად­ლო­ბას უხ­დის.

“გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­მენ­ტია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ბედ­ნი­ე­რი ვარ ჩემი დე­ბი­უ­ტით ლი­ვერ­პულ­ში.

ამა­ყი ვარ, რომ გავ­ხდი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­მაც ითა­მა­შა ამ ლე­გენ­და­რულ კლუბ­ში.

ვიცი, რამ­დენს ნიშ­ნავს ეს ჩემი ოჯა­ხის­თვის და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

მად­ლობთ მხარ­და­ჭე­რის­თვის. ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია,“ - აღ­ნიშ­ნავს მა­მარ­დაშ­ვი­ლი. წყარო