"კაცი მდინარის მიმდებარედ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა," - მდინარე ალაზანში მამაკაცი დაიხრჩო - კვირის პალიტრა

"კაცი მდინარის მიმდებარედ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა," - მდინარე ალაზანში მამაკაცი დაიხრჩო

მდინარე ალაზანში შუა ხნის მამაკაცი დაიხრჩო.

შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში დღეს, შუა დღით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით,კაცი მდინარის მიმდებარედ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, წყალში შევიდა და სავარაუდოდ, დინებამ წაიღო.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფები გამოიძახეს, ცხედარი გურჯაანში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.