"ხალხის ცინიკური გამომეტყველება მტანჯავდა და კითხვები - უიმე, რა სჭირს?!" - რას ჰყვება აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბიჭის დედა და როგორია მკურნალობის შედეგი? - კვირის პალიტრა

"ხალხის ცინიკური გამომეტყველება მტანჯავდა და კითხვები - უიმე, რა სჭირს?!" - რას ჰყვება აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბიჭის დედა და როგორია მკურნალობის შედეგი?

"ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არც ერთი წა­მით არ მი­ფიქ­რია, რომ უკან და­ვი­ხევ­დი. არ ვიცი, რო­გორ, მაგ­რამ ვი­ცო­დი, ბო­ლომ­დე გა­ვი­დო­დი... ვი­ღა­ცე­ბი გვლან­ძღავ­დნენ, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბის­გან დიდი მხარ­და­ჭე­რა მი­ვი­ღეთ... დე­დის ინ­სტინ­ქტი და დე­დის გრძნო­ბა მმარ­თავ­და - არაფ­რის მე­ში­ნო­და,“ - ამ­ბობს ქეთი ბე­გი­აშ­ვი­ლი, აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ზაკო მუშ­კუ­დი­ა­ნის დედა.

ის შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის წლე­ბის მან­ძილ­ზე თავ­და­უ­ზო­გა­ვად და აქ­ტი­უ­რად იბ­რძო­და. იბ­რძო­და იმის­თვი­საც, რომ მის შვილს შე­სა­ბა­მი­სი წა­მა­ლი მი­ე­ღო. მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­წყე­ბუ­ლი ბრძო­ლა წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და.

ქეთი ბე­გი­აშ­ვი­ლი იმ მძი­მე გზის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა, რაც შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო გა­ი­ა­რა.- ზაკო ჩემი უფ­რო­სი შვი­ლია. მას­ზე 6 თვის ორ­სუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, რო­დე­საც ექოს­კო­პი­ურ კვლე­ვა­ზე მი­ვე­დი. მი­თხრეს, რომ ნა­ყოფს ბარ­ძა­ყის სიგ­რძე თა­ვის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბას გან­ვი­თა­რე­ბა­ში ორი-სამი კვი­რით ჩა­მორ­ჩე­ბო­და. ექი­მის ვა­რა­უ­დით, რა­ღაც პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ვერ ამ­ბობ­დნენ, რა იყო და რა­ტომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ასე. კონ­სულ­ტა­ცია სხვა რა­დი­ო­ლოგ­თა­ნაც გა­ვი­ა­რე, მა­ნაც იგი­ვე მი­თხრა და დას­ძი­ნა, ბავ­შვი რომ და­ი­ბა­დე­ბა, მო­მიყ­ვა­ნე და მა­ნა­ხეო. ერთ-ერ­თმა ცნო­ბილ­მა რა­დი­ო­ლოგ­მა მი­თხრა, და­უ­ნის სინ­დრო­მი შე­იძ­ლე­ბა იყო­სო.

- მოკ­ლედ, გე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ რა­ღაც რიგ­ზე არ იყო.

- კი და 9 თვემ­დე ასე მი­ვე­დი. მთე­ლი ის პე­რი­ო­დი სულ იმის შიში მქონ­და, ბავ­შვი რო­გო­რი და­ი­ბა­დე­ბო­და, მუდ­მივ სტრეს­ში ვი­ყა­ვი. თან არ მინ­დო­და იმის და­ჯე­რე­ბა, რომ ჩემს შვილს რა­ი­მე პრობ­ლე­მა ექ­ნე­ბო­და... ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბი­ა­რო­ბა მქონ­და.

ახალ­შო­ბი­ლი 8-9 ქუ­ლით შე­ა­ფა­სეს - 53 სან­ტი­მეტ­რი და 4 კილო და­ი­ბა­და (ჩემი სამი შვი­ლი­დან ყვე­ლა­ზე დიდი იყო წო­ნი­თაც და სიგ­რძი­თაც). ამ მო­ნა­ცე­მე­ბის გამო მის­თვის არა­ნა­ი­რი დი­აგ­ნო­ზი არ და­უს­ვამთ, მაგ­რამ თავი რომ და­მე­ზღვია, ექი­მებს შევ­თა­ვა­ზე, რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. ბავ­შვი ჯან­მრთე­ლია და არა­ნა­ირ კვლე­ვას არ ვა­პი­რებ­თო. გა­მო­ვე­დით სამ­შო­ბი­ა­რო­დან. ზაკო ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იზ­რდე­ბო­და, პრობ­ლე­მა არა­ფე­რი ჰქო­ნია.

3-4 თვი­დან შე­ვამ­ჩნიე, რომ თა­ვის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა მე­ტად იზ­რდე­ბო­და და შუბ­ლი გა­მო­წე­უ­ლი ჰქონ­და. ასე­ვე არ მომ­წონ­და და მა­წუ­ხებ­და მისი თი­თე­ბის სიგ­რძე - პა­ტა­რა იყო და ყვე­ლა თითი ერ­თმა­ნე­თის ტოლი.

- ამან და­გა­ფიქ­რათ?

- პრო­ფე­სი­ით ექი­მი ვარ და რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დით და გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­ვი­ა­რეთ, მახ­სოვ­და, რომ ტან­და­ბა­ლი ადა­მი­ა­ნის ანა­ტო­მი­უ­რი აგე­ბუ­ლე­ბა იყო ასე­თი - თი­თე­ბი ერ­თმა­ნე­თის ტოლი და დიდი თავი. ამი­ტომ ბავ­შვს ამას რომ ვა­ტყობ­დი, ში­ნა­გა­ნად არ მსი­ა­მოვ­ნებ­და. მერე ტა­ნიც გა­ე­ზარ­და და პე­დი­ატრს ვკი­თხე, - ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­მენ­ტი­აო, ამა­ში სა­გან­გა­შოს ვე­რა­ფერს ვხე­და­ვო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დე­დის ში­ნა­გა­ნი ინ­სტინ­ქტი არ მას­ვე­ნებ­და, ვფიქ­რობ­დი, რომ ჩემს შვილს რა­ღაც სჭირ­და. ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე წა­ვიყ­ვა­ნე, სა­ი­და­ნაც ჩემი გოლ­გო­თა და­ი­წყო.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ექი­მი დიდ­ხანს აკ­ვირ­დე­ბო­და, სხვაც შე­მო­იყ­ვა­ნა და მი­თხრა, წავ­სუ­ლი­ყა­ვი ორ­თო­პედ­თან, სა­ხე­ლიც და გვა­რიც და­მი­სა­ხე­ლა, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ცნო­ბილ ორ­თო­პე­დად მი­იჩ­ნე­ო­და... მას­თან რომ მი­ვე­დი, სტუ­დენ­ტე­ბი ჰყავ­და და პირ­ვე­ლი რაც მი­თხრა, კი­დევ გყავს შვი­ლე­ბიო? პირ­ვე­ლი შვი­ლია-მეთ­ქი. გა­ა­ჩი­ნე ბევ­რი შვი­ლი, ამ ბავ­შვს ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სხვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი უნდა იყო­სო. რა­ტომ-მეთ­ქი? - შო­კი­რე­ბულ­მა ვკი­თხე. ეს არის პა­ტა­რა და არ გა­იზ­რდე­ბაო. რას ნიშ­ნავს არ გა­იზ­რდე­ბა და ამის­თვის შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა არ არის, და­ნიშ­ნეთ-მეთ­ქი. არ არი­სო. გა­მო­ვე­დი მისი ოთა­ხი­დან და ისევ შევ­ბრუნ­დი - ამ­ბობთ, რომ ბავ­შვი ჯან­მრთე­ლი არ არის და მკურ­ნა­ლო­ბა არ არ­სე­ბობს-თქო?! რა­ღაც ვი­ტა­მი­ნე­ბი და­ა­სა­ხე­ლა და თუ გინ­და, მი­ე­ციო. მე­სა­მე­დაც შევ­ბრუნ­დი, მაგ­რამ ისევ არა­ფე­რიო, - ასე გა­მო­მის­ტუმ­რა. სა­შინ­ლად მო­მექ­ცა.

წაიკითხეთ სრულად