"მოსკოვს დავბომბავ მე თქვენი..." - ძალიან გაბრაზებული დონალდი ანუ რა "გამოთხარა" პუტინმა?! - კვირის პალიტრა

"მოსკოვს დავბომბავ მე თქვენი..." - ძალიან გაბრაზებული დონალდი ანუ რა "გამოთხარა" პუტინმა?!

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გაგზავნის და რომ ისინი ქვეყნის დასაცავად აუცილებელია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „კარგად საუბრობს, მაგრამ საღამოს ყველას ბომბავს“.

ტრამპმა არ დააკონკრეტა Patriot-ის რამდენ რაკეტას გადასცემს უკრაინას, თუმცა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მათ ღირებულებას ევროკავშირი აუნაზღაურებს.

„ჩვენ მათ Patriot-ებს გავუგზავნით, რომლებიც უკიდირესად სჭირდებათ, რადგან პუტინმა ბევრი ადამიანი გააკვირვა. ის კარგად საუბრობს და შემდეგ, საღამოს ყველას ბომბავს. თუმცა, აქ პატარა პრობლემაა - ეს არ მომწონს. მათ სხვადასხვა ძალიან დახვეწილი სამხედრო აღჭურვილობას გავუგზავნით, ისინი ამისთვის 100%-ით გადაგვიხდიან“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, Axios-ის ინფორმაციით, ტრამპი დღეს უკრაინის შეიარაღების ახალ გეგმას გამოაცხადებს, რომელიც, სავარაუდოდ, თავდასხმით იარაღს მოიცავს.

წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ გეგმა, სავარაუდოდ, შორი მოქმედების რაკეტებსაც მოიცავს, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეებამდე, მათ შორის მოსკოვამდე, მიღწევა შეუძლიათ, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არცერთ მათგანს არ ჰქონდა.

„ტრამპი ნამდვილად გაბრაზებულია პუტინზე“, - განუცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრემმა Axios-ს.

გამოცემა წერს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ტრამპი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებული ხდება იმის გამო, რომ პუტინს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის სურვილი არ აქვს და რუსეთი კიევსა და სხვა ქალაქებზე თავდასხმებს აგრძელებს.

„ერთ-ერთი რამ, რამაც ტრამპი ამ გზით წასვლაში დაარწმუნა, იყო 3 ივლისის სატელეფონო ზარი, რომელშიც პუტინმა ნათლად განაცხადა, რომ ომის ესკალაციას გეგმავდა. პუტინმა მიანიშნა, რომ მომდევნო 60 დღის განმავლობაში ის განაახლებს ძალისხმევას უკრაინის რეგიონების ადმინისტრაციულ ხაზებამდე ტერიტორიების ოკუპაციისთვის, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი პლაცდარმი აქვს“, - წერს Axios-ი.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ „მას მთელი ამ ტერიტორიის აღება სურს“.

ასრულდება თუ არა ეს პროგნოზი, მალე ვნახავთ.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ "სი-ენ-ენმა" გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელზეც, მედიის მტკიცებით, ტრამპი თავისი საარჩევნო კამპანიის სპონსორებთან შეხვედრისას ამბობს, რომ ის პუტინს მოსკოვის დაბომბვით დაემუქრა.

"პუტინს ვუთხარი, თუ თქვენ შეხვალთ უკრაინაში, მოსკოვს დავბომბავ. გეუბნები. არჩევანი არ მაქვს. პუტინმა მითხრა: არ მჯერა". თუმცა დამიჯერა 10 პროცენტით", - აცხადებს ტრამპი.