(VIDEO) ნევეშმა კუკურელიას თმაში მოქაჩა, ლუის ენრიკე პედროს ყელში სწვდა - რა განცხადება გაავრცელა პსჟ-მ - კვირის პალიტრა

(VIDEO) ნევეშმა კუკურელიას თმაში მოქაჩა, ლუის ენრიკე პედროს ყელში სწვდა - რა განცხადება გაავრცელა პსჟ-მ

პსჟ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ჩელსისთან“ 0:3 წაგებას ადვილად ვერ შეეგუა. მატჩის ბოლოს ფეხბურთელებს ნერვიულობა დაეტყოთ. ჯერ ჟოაო ნევეშმა მარკ კუკურელიას თმაში მოქაჩა და მსაჯმა გააძევა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი გუნდებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. პარიზული გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე „ჩელსის“ ფეხბურთელს ჟოაო პედროს ყელში სწვდა, რომელიც მოედანზე დაეცა. უნდა აღინიშნოს, კუკურელიამ და პედრომ დრამატიზირების მიზნით ეპიზოდები „გააფორმეს“ კიდეც.

ასეა თუ ისე, „პარი სენ ჟერმენმა“ სეზონში ოთხ ტურნირზე გამარჯვების შემდეგ, მეხუთე ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო და ეტყობა, წაგებას გადაჩვეულებმა წარუმატებლობა ვერ აიტანეს.

პედრომ თქვა, რომ როგორც ჭეშმარიტი ბრაზილიელი თანაგუნდელი ანდრე სანტოსის დასაცავად წავიდა, ხელი ჰკრეს, ეს თამაშის ნაწილია, თუმცა პარიზელებს მარცხთან შეგუების უნარი არ გააჩნიათ.

მოგვიანებით პარიზულმა კლუბმა განცხადება გაავრცელა

წაიკითხეთ ბმულზე

ვიდეო: