2 მანქანა გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა, მძღოლები ადგილზე დაიღუპნენ - ტრაგედია ქუთაისში - კვირის პალიტრა

2 მანქანა გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა, მძღოლები ადგილზე დაიღუპნენ - ტრაგედია ქუთაისში

ქუთაისში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდობის გამზირზე 2 მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, შედეგად მსუბუქი ავტომობილების მძღოლები ადგილზე დაიღუპნენ.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"