გახარია-ხაზარაძის ალიანსი?! - "ლელო" და "გახარია საქართველოსთვის" თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ - კვირის პალიტრა

გახარია-ხაზარაძის ალიანსი?! - "ლელო" და "გახარია საქართველოსთვის" თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს დღეს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს.

როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, პარტიები "თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლასა და საერთო პრინციპებზე თანხმდებიან".

"ინტერპრესნიუსი"