ტრაგედია ქუთაისში: სატვირთოსთან ორი მანქანის შეჯახების შედეგად, ორივეს მძღოლი ადგილზე დაიღუპა - ცნობილია ერთ-ერთი გარდაცვლილის ვინაობა
ტრაგედია დატრიალდა ქუთაისში, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა.
როგორ ცნობილი ხდება, ერთ-ერთი გარდაცვლილი შაკო აფრიდონიძეა. მომხდარის შესახებ თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ.
მათი თქმით, 2 ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა. ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა. ბიჭი კი გონზე იყო და დახმარებას ითხოვდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევა წუხელ ახალგაზრდობის გამზირზე მოხდა.
გაჩერებულ სატვირთოს 2 ავტომობილი შეეჯახა, ორივე მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.