პატიმარი ზურა ჯაფარიძე დედის პანაშვიდზე მიიყვანეს - ვიდეო - კვირის პალიტრა

პატიმარი ზურა ჯაფარიძე დედის პანაშვიდზე მიიყვანეს - ვიდეო

კო­ა­ლი­ცია "ცვი­ლე­ბის­თვის" ერთ-ერთ ლი­დერს, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს რამ­დე­ნი­მე დღის წინ დედა გარ­და­ეც­ვა­ლა. ზურა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­შია, დე­დის პა­ნაშ­ვიდ­ზე მი­იყ­ვა­ნეს.

ცნო­ბის­თვის, კო­ა­ლი­ცია ცვი­ლე­ბის­თვის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. საქ­მე ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბა­სა და წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბას.აღ­ნიშ­ნულ კო­მი­სი­ა­ზე ჯა­ფა­რი­ძე არ გა­მო­ცხად­და, რის შემ­დე­გაც, ის ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად მა­გის­ტრატ მო­სა­მარ­თლეს­თან და­ი­ბა­რეს და ბრალ­დე­ბაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­უ­ყე­ნეს. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ჯა­ფა­რი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და, რო­მე­ლიც ჯა­ფა­რი­ძემ არ გა­და­ი­ხა­და.