"ირაკლი ბათიაშვილი მამამისის პანაშვიდზე ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ "ნაცებს", ვერ მიხვდებოდი, ციხეში თუ იჯდა" - რას წერს ნუცა ბათიაშვილი ზურა ჯაფარიძეზე - კვირის პალიტრა

"ირაკლი ბათიაშვილი მამამისის პანაშვიდზე ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ "ნაცებს", ვერ მიხვდებოდი, ციხეში თუ იჯდა" - რას წერს ნუცა ბათიაშვილი ზურა ჯაფარიძეზე

კო­ა­ლი­ცია "ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ და მის­თვის პა­ნაშ­ვიდ­ზე დას­წრე­ბის კად­რებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე დე­დის პა­ნაშ­ვიდ­ზე მხო­ლოდ 20 წუ­თით მი­იყ­ვა­ნეს, რა­მაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მწვა­ვე შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა.

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის­თვის დე­დის პა­ნაშ­ვიდ­ზე 20-წუ­თი­ა­ნი დას­წრე­ბის უფ­ლე­ბის მი­ცე­მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი პოს­ტით გა­მო­ეხ­მა­უ­რა თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის დე­კა­ნი ნუცა ბა­თი­აშ­ვი­ლი. ის პო­ლი­ტი­კოს ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან, ხოლო დედა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი პო­ლი­ტი­კო­სი, მაია ნა­დი­რა­ძე გახ­ლავთ.

"20 წუ­თით მი­იყ­ვა­ნე­სო, ზურა ჯა­ფა­რი­ძე დე­დის გას­ვე­ნე­ბა­ში. 20 წუ­თით. რო­გორ და რა­ნა­ი­რად მა­გის კად­რე­ბი ხომ ყვე­ლამ ნა­ხეთ.

ძა­ლი­ან არ მინ­და, ჩემი ამ ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ბმის ხსე­ნე­ბა, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია არ გა­ვიხ­სე­ნო.

ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლი პა­ტი­მა­რი რომ იყო, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის­თვის (რაც მო­გო­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი არ ყო­ფი­ლა, სხდო­მა­ზე არ­გა­მო­ცხა­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით), მა­მა­მი­სის პა­ნაშ­ვი­დებ­ზე იდგა მთე­ლი დღე და “კა­ცი­ჭა­მია ნა­ცებს” ისე მიჰ­ყავ­დათ და მოჰ­ყავ­დათ, თუ არ იცო­დი ვერ მიხ­ვდე­ბო­დი, რომ ცი­ხე­ში იჯდა. გააგრძელეთ კითხვა