"ნუცა, არ გაბედო მამაჩემის დაჭერის და ჩემი ოჯახის დევნის პერიოდის ხსენება... მეცოდები რომ ბათიაშვილების არაფერი გცხია" - რას პასუხობს ირინა ბათიაშვილი დას? - კვირის პალიტრა

"ნუცა, არ გაბედო მამაჩემის დაჭერის და ჩემი ოჯახის დევნის პერიოდის ხსენება... მეცოდები რომ ბათიაშვილების არაფერი გცხია" - რას პასუხობს ირინა ბათიაშვილი დას?

კო­ა­ლი­ცია "ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ჯა­ფა­რი­ძე დე­დის პა­ნაშ­ვიდ­ზე მხო­ლოდ 20 წუ­თით მი­იყ­ვა­ნეს, რა დრო­საც მას ბორ­კი­ლე­ბი ეკე­თა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან ამას მწვა­ვე შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა.

"თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის დე­კა­ნი, ნუცა ბა­თი­აშ­ვი­ლი, პო­ლი­ტი­კოს ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან (დედა - მაია ნა­დი­რა­ძე), ემო­ცი­უ­რი პოს­ტით გა­მო­ეხ­მა­უ­რა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის­თვის დე­დის პა­ნაშ­ვიდ­ზე დას­წრე­ბის შე­ზღუდ­ვას. ნუ­ცამ გა­იხ­სე­ნა მა­მა­მი­სის პა­ტიმ­რო­ბა 2006 წელს. მისი თქმით, ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლი მა­მის პა­ნაშ­ვი­დებ­ზე მთე­ლი დღე იმ­ყო­ფე­ბო­და და "ნა­ცე­ბი“ ისე აცი­ლებ­დნენ და აბ­რუ­ნებ­დნენ ცი­ხე­ში, რომ ვე­რა­ვინ მიხ­ვდე­ბო­და, თუ ის პა­ტი­მა­რი იყო.

"ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლი პა­ტი­მა­რი რომ იყო, მა­მა­მი­სის პა­ნაშ­ვი­დებ­ზე “კა­ცი­ჭა­მია ნა­ცებს” ისე მიჰ­ყავ­დათ და მოჰ­ყავ­დათ, ვერ მიხ­ვდე­ბო­დი, რომ ცი­ხე­ში იჯდა" - რას წერს პო­ლი­ტი­კო­სის ქა­ლიშ­ვი­ლი ზურა ჯა­ფა­რი­ძე­ზე?ირი­ნა ბა­თი­აშ­ვი­ლის პა­სუ­ხი დას: "ნუცა, არ გა­ბე­დო მა­მა­ჩე­მის და­ჭე­რის და ჩემი ოჯა­ხის დევ­ნის პე­რი­ო­დის ხსე­ნე­ბა!“

Ambebi.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას კო­მენ­ტა­რებ­ში ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლის მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი, ირი­ნა ბა­თი­აშ­ვი­ლი (მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან) გა­მო­ეხ­მა­უ­რა და დას მი­მარ­თა. ირი­ნა ბა­თი­აშ­ვი­ლის სრუ­ლი მი­მარ­თვა:

"ნუცა, არ გა­ბე­დო მა­მა­ჩე­მის და­ჭე­რის და ჩემი ოჯა­ხის დევ­ნის პე­რი­ო­დის ხსე­ნე­ბა! როცა და მჭირ­დე­ბო­და (მე არას­რულ­წლო­ვანს პა­ტა­რა ბავ­შვს) და გთხო­ვე გვერ­დში დამ­დგო­მო­დი, გებ­რძო­ლა ჩემ­თან ერ­თად, და­ი­კარ­გე! ერთი წე­რი­ლი არ მი­გი­წე­რია მა­მა­შე­ნის­თვის ცი­ხე­ში და ერთ სა­სა­მარ­თლოს არ დას­წრე­ბი­ხარ! რა უნდა გე­ლა­პა­რა­კო?! ახლა ბე­დავ და სპე­კუ­ლი­რებ ჩვე­ნი ოჯა­ხით! არ გა­მო­გი­ვა! რო­გორ ბე­დავ, რომ ადა­რებ ამ სი­ტუ­ა­ცი­ას?! სად მიჰ­ყავ­დათ და მოჰ­ყავ­დათ ირაკ­ლი?? მა­მა­ჩე­მი სა­კუ­თა­რი მა­მის გას­ვე­ნე­ბა­ში არ მო­იყ­ვა­ნეს და გზი­დან მი­აბ­რუ­ნეს ცი­ხე­ში იმ არა­ა­და­მი­ან­მა ნა­ცებ­მა ვის გვერ­დი­თაც ასე ბედ­ნი­ე­რი დგა­ხარ! გააგრძელეთ კითხვა