"ვოლოდიმირ, შეგიძლიათ მოსკოვს დაარტყათ? სანქტ-პეტერბურგს?" - რა ხდება ცნობილი ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარზე? - კვირის პალიტრა

"ვოლოდიმირ, შეგიძლიათ მოსკოვს დაარტყათ? სანქტ-პეტერბურგს?" - რა ხდება ცნობილი ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარზე?

აშშ-ის პრე­ზი­დენტს, დო­ნალდ ტრამპსა და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გა­ი­მარ­თა.

Financial Times-ის ცნო­ბით, ტრამ­პი, ახლა, რუ­სე­თის მი­მართ, უფრო აგ­რე­სი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბის მომ­ხრეა:

"ვო­ლო­დი­მირ, შე­გიძ­ლი­ათ მოს­კოვს და­არ­ტყათ? სან­ქტ-პე­ტერ­ბურგს?" - ჰკი­თხა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, რა­ზეც ზე­ლენ­სკიმ უპა­სუ­ხა, რომ უკ­რა­ი­ნას ამის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია, თუ ვა­შინგტო­ნი მათ შე­სა­ბა­მის შე­ი­ა­რა­ღე­ბას მი­აწ­ვდის. ამას­თან, ტრამპმა და­ა­მა­ტა, რომ უკ­რა­ი­ნამ ზე­წო­ლა სწო­რედ ამ ორ ქა­ლაქ­ზე უნდა გა­აძ­ლი­ე­როს.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ტრამ­პის ამ­გვა­რი პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია, "რუ­სებს ტკი­ვი­ლი აგ­რძნო­ბი­ნოს" და მოს­კო­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან და­აბ­რუ­ნოს. გააგრძელეთ კითხვა