"ცოლ-ქმრის მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნთქვაზე არიან... ბავშვები კლინიკიდან გაწერეს" - როგორია რიკოთზე მომხდარი უმძიმესი ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა
12 ივლისის ღამით, რიკოთზე უმძიმესი ავარია მოხდა - ბენზინის მანქანას საბურავი გაუსკდა და „პრადოს“ მარკის ჯიპს შეეჯახა, რომლითაც ოჯახის 5 წევრი (დედ-მამა და სამი მცირეწლოვანი შვილი) მგზავრობდა. ავტოავარიის შედეგად შუათანა - 3 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენები კი მძიმედ დაშავდნენ.
AMBEBI.GE დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბავშვები თავს უკეთ გრძნობენ და ისინი იაშვილის კლინიკიდან უკვე გაწერეს, ხოლო დედ-მამა საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიან მკურნალობის კურსს.მათი მდგომარეობის გასარკვევად თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს ლევან რატიანს დავუკავშირდით, რომლის თქმითაც, პაციენტების მდგომარეობა მძიმე რჩება.