"არანაირი ადგილი არჩევნებისთვის ამ ერთადერთ სწორ განტოლებაში უბრალოდ არ არსებობს, ოლიგარქია უნდა დაემხოს" - რას წერს ნიკა გვარამია - კვირის პალიტრა

"არანაირი ადგილი არჩევნებისთვის ამ ერთადერთ სწორ განტოლებაში უბრალოდ არ არსებობს, ოლიგარქია უნდა დაემხოს" - რას წერს ნიკა გვარამია

"არ­თა­ნამ­შრომ­ლო­ბას პლუს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა უდ­რის ბო­ი­კოტს და არა­ნა­ი­რი ად­გი­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ამ ერ­თა­დერთ სწორ გან­ტო­ლე­ბა­ში უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს", - ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია "ცვლი­ლე­ბის­თვის“ ლი­დე­რი, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ნიკა გვა­რა­მია წერილ­ში წერს, რო­მე­ლიც მისი "ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე გავ­რცელ­და.

ნიკა გვა­რა­მია აცხა­დებს, რომ ბო­ი­კო­ტი სწო­რედ არ­თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ზე გა­დის.

“არას­წო­რად გა­მო­ყე­ნე­ბულ სი­ტყვა “ბო­ი­კოტ­ზე” მინ­და, დავ­წე­რო. უფრო სწო­რად კი იმა­ზე, რა­საც რე­ა­ლუ­რად ვგუ­ლის­ხმობთ: არ­თა­ნამ­შრომ­ლო­ბას + წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ზე.

"ბო­ი­კო­ტი" არ­ჩევ­ნებ­ზე მის­ვლა­ზე მე­ტად, ანუ ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის მო­ნა­ცე­მებ­ზე მე­ტად, სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტი­ნის ში­ნა­არსში აი­სა­ხე­ბა: როცა არც ერთი მე­ინ­სტრი­მუ­ლი პარ­ტია არ მო­ნა­წი­ლე­ობს, თან კონ­ტექ­სტი იმგვა­რია, რომ თით­ქმის ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი ცი­ხე­შია, ამ დროს „a priori“ გა­მო­რი­ცხუ­ლია ლე­გი­ტი­მუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ზუს­ტად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ქმნის რისკს 2 მე­ინ­სტრი­მუ­ლი პარ­ტი­ის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია, თუმ­ცა, იმე­დია, ეს პრობ­ლე­მა ამ პარ­ტი­ე­ბის პრობ­ლე­მად დარ­ჩე­ბა და არა ჩვე­ნი სამ­შობ­ლო­სი.

არ გა­გი­გი­ათ "ბო­ი­კო­ტის" ( შე­გახ­სე­ნებთ, ეს უდ­რის არ­თა­ნამ­შრომ­ლო­ბას + წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას) რე­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი სად­მე დამ­დგა­რი­ყოს? ეს რო­გორ?

- აბა რამ გა­მო­იწ­ვია რე­ჟი­მის არა­ღი­ა­რე­ბა?

- აბა რამ გა­მო­იწ­ვია სან­ქცი­ე­ბი?

- აბა რამ შექ­მნა ობი­ექ­ტუ­რი წი­ნა­პი­რო­ბა იმი­სა, რომ პრო­ტეს­ტი უწყვე­ტია და რე­ა­ლურ შე­დეგ­ზე გას­ვლის არა­თუ იმე­დი არ­სე­ბობს, არა­მედ ურ­ყე­ვი რწმე­ნაც?

-აბა რა­ტომ სხე­დან ადა­მი­ა­ნე­ბი ცი­ხე­ებ­ში და იქ ხე­ლე­ბი კი არ ჩა­მო­უშ­ვეს, არა­მედ აქამ­დე არ­ნა­ხუ­ლი მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვეს?

-აბა რა­ტომ აყ­როლ­და ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოლი­გარ­ქი­უ­ლი პი­რა­მი­და, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მდგრა­დი იყო მა­ნამ­დე?

ვინც ფიქ­რობს, რომ ეს თა­ვი­სით მოხ­და, ღრმად ცდე­ბა.

მი­ზე­ზობ­რივ შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რი ასე­თია: "ბო­ი­კო­ტით" მორ­ყე­უ­ლი სის­ტე­მა - რე­ჟი­მის აყ­რო­ლე­ბაა. ასეა და არა პი­რი­ქით. ყო­ველ­თვის და ყველ­გან ასეა, არა მარ­ტო ოლი­გარ­ქი­ულ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

და ბო­ლოს და ბო­ლოს: როცა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად ვერ იღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მა­შინ მო­რა­ლურ იმ­პე­რა­ტივს უნდა მიჰ­ყვე. მო­რა­ლუ­რი იმ­პე­რა­ტი­ვი კი მკა­ფი­ოდ დაგ­ვიდ­გი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ:

არ­თა­ნამ­შრომ­ლო­ბას + წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა = "ბო­ი­კოტს"

და არა­ნა­ი­რი ად­გი­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ამ ერ­თა­დერთ სწორ ( პრაგ­მა­ტუ­ლა­დაც და მო­რა­ლუ­რა­დაც) გან­ტო­ლე­ბა­ში უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს.

ოლი­გარ­ქია უნდა და­ემ­ხოს!“, - წერს გვა­რა­მია.