"ბოლო კადრი გულს მიკლავს, გვანიშნებდი რამეს ჩემო სიცოცხლე?... ცრემლები თავისით მოდის" - რა კადრებს აქვეყნებს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და? - კვირის პალიტრა

"ბოლო კადრი გულს მიკლავს, გვანიშნებდი რამეს ჩემო სიცოცხლე?... ცრემლები თავისით მოდის" - რა კადრებს აქვეყნებს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და?

გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს:

"ეს ვიდეო როგორ ავაწყე მე ვიცი.. ცრემლები თავისით მოდის, რომ გიყურებ როგორ გიხაროდა სიცოცხლე, როგორი ბედნიერი იყავი ამ დღეს.. მე ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ მოასწარი ტკბილი მოგონებების შეგროვება და უბედნიერესი იყავი ამ დღეს.

მაგრამ ბოლო კადრი გულს მიკლავს, მტკივა უსაშველოდ.. გული გიგრძნობდა მეგიკუნა? პირველი კადრი არ იყო დამშვიდობების სადარბაზოდან, ხშირად ემშვიდობებოდი მაგ ჟესტით ყველას.. გვანიშნებდი რამეს ჩემო სიცოცხლე?…

მტკივა ყველაფერი, მტკივა უშენობა, მტკივა რომ ვერ დაგეხმარე ვერაფრით… შანსი რომ მქონდეს და არჩევანი, დაუფიქრებლად გაგიცვლიდი ადგილს, ხომ იცი .. მთელი ცხოვრება ხელჩაკიდებულებს უნდა გვევლო მეგიკუნა, მთელი ცხოვრება შენი ნანატრი და ვიქნები! ჩემს სულს ნახევარი ნაწილი ააცალეს, რომელსაც ვერ დავიბრუნებ ვერასდროს, სიცარიელე მაქვს გულში, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვერ შემივსებს..

ისევ ერთი კითხვა მაქვს.. რატომ ღმერთო? ნუთუ ასე ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი დისთვის ცხოვრება?! გააგრძელეთ კითხვა