როგორ გახდა მელანია ტრამპი თეთრ სახლში ზელენსკის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე? - კვირის პალიტრა

როგორ გახდა მელანია ტრამპი თეთრ სახლში ზელენსკის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე?

მას შემ­დეგ, რაც ვა­შინგტონ­მა ამ კვი­რა­ში კი­ე­ვის­თვის "პეტ­რი­ო­ტის“ ტი­პის სა­ჰა­ე­რო რა­კე­ტე­ბის მი­წო­დე­ბა გა­და­წყვი­ტა, მე­ლა­ნია ტრამ­პი მე­უღ­ლეს უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ახ­სე­ნებს:

"სახ­ლში მი­ვე­დი და პირ­ველ ლე­დის ვუ­თხა­რი, - დღეს ვო­ლო­დი­მირს ვე­სა­უბ­რე, შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­უ­ბა­რი გვქონ­და. მან კი მი­პა­სუ­ხა: "მარ­თლა? კი­დევ ერთი ქა­ლა­ქი და­ი­ბომ­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

მე­ლა­ნია 1970 წელს, იმ­ჟა­მინ­დე­ლი რკი­ნის ფარ­დის მიღ­მა, ყო­ფილ იუ­გოს­ლა­ვი­ა­ში და­ი­ბა­და. ის თა­ვის შვილს, ბა­რონს, სლო­ვე­ნი­ურ ენა­ზე ესა­უბ­რე­ბა და ევ­რო­კავ­ში­რის პას­პორ­ტი აქვს. დიდი ხა­ნია ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ პირ­ვე­ლი ლედი ქმრის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ თეთ­რი სახ­ლის­გან შორს ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს.

"მე­ლა­ნი­ას უკ­რა­ი­ნი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი სუ­ლაც არ არის გა­საკ­ვი­რი, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ის ყო­ფილ იუ­გოს­ლა­ვი­ა­ში გა­ი­ზარ­და. ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც რუ­სე­თი არ უყ­ვარს. მისი სამ­შობ­ლო მთლი­ა­ნად უკ­რა­ი­ნის მხა­რე­საა. იქა­უ­რი ხალ­ხი შეძრწუ­ნე­ბუ­ლია, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი უკ­რა­ი­ნას ია­რაღს აღარ აწ­ვდის", - ამ­ბობს მერი ჯორ­და­ნი, წიგ­ნის "მისი გა­რი­გე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა: მე­ლა­ნია ტრამ­პის მო­უ­თხრო­ბე­ლი ის­ტო­რია“ ავ­ტო­რი.

რო­დე­საც, 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში, რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა, ტრამპმა პუ­ტი­ნი "გამ­ჭრი­ახ“ და "გე­ნი­ო­სად“ მო­იხ­სე­ნია, მე­ლა­ნი­ამ კი ომს "სა­ში­ნე­ლი“ უწო­და.

"სა­ში­ნე­ლე­ბაა უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის ტან­ჯვის ყუ­რე­ბა. ჩემი ფიქ­რე­ბი და ლოც­ვე­ბი უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხთა­ნაა. გთხოვთ, თუ შე­გიძ­ლი­ათ, შე­მო­წი­რუ­ლე­ბა გა­ი­ღოთ მათ და­სახ­მა­რებ­ლად“, - და­წე­რა მან X-ზე.

ambebi.ge