რუსეთმა საქართველოს საზღვართან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - რა ხდება ლარზე?!
ჩრდილოეთ ოსეთმა საქართველოსთან საზღვარზე ცხელი ამინდისა და სატვირთო ავტომობილების დიდი რიგის გამო მოძრაობა გადაკეტა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მძღოლებს უჩვეულოდ ცხელ ამინდში რიგში დგომა ექვს საათზე მეტხანს უწევთ.
ინფორმაცია რესპუბლიკის საგზაო მოძრაობის მართვის ცენტრის ვებგვერდზე ვრცელდება.
კერძოდ, ელექტრონულ რიგში საქართველოში გასამგზავრებლად 2 700-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი იცდის, მაშინ, როცა 10 დღის წინ 1 160 ავტომობილი იდგა. ამდენად, 10 დღეში რიგი, მინიმუმ, 1 540 ავტომობილით გაიზარდა.
ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელ სერგეი მენიაილოს ბრძანებულების თანახმად, რეგიონში სატრანზიტო ავტომობილების ჭარბად დაგროვების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კერძოდ, სატრანზიტო ავტომობილების დაგროვების ადგილებში მძღოლებისთვის საგზაო პოლიციის ეკიპაჟებისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფების მუშაობა იქნება ორგანიზებული. რეკომენდებულია სასმელი წყლის, პირველადი მოხმარების პროდუქციის მიწოდებისა და სატრანზიტო ავტომობილთა დაგროვების ადგილებზე დროული სანიტარული დასუფთავების ორგანიზება.