კასპში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - კვირის პალიტრა

კასპში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"