"ბევრი ტკივილი და ტანჯვა გავიარეთ დედი ერთად... ბავშვობა წაგერთვა და დიდობაში ორმაგად დაგიბრუნებს უფალი დანაკლისს" - რა ვიდეოს აქვეყნებს დათი ქოქრაშვილის დედა? - კვირის პალიტრა

"ბევრი ტკივილი და ტანჯვა გავიარეთ დედი ერთად... ბავშვობა წაგერთვა და დიდობაში ორმაგად დაგიბრუნებს უფალი დანაკლისს" - რა ვიდეოს აქვეყნებს დათი ქოქრაშვილის დედა?

დათი ქოქრაშვილის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს. დათის 2022 წელს შარტავას ქუჩაზე, ავტომობილი დაეჯახა, ის ამჟამად ამერიკაში მკურნალობს.

"ჩემი გაბრაზებული ბიჭი. თითქმის 1 წელი გავიდა ამ ოპერაციიდან. ბევრი ტკივილი და ტანჯვა გავიარეთ დედი ერთად და ჯერ ვერ დადგა ის დღე, რომ შენ ეტლიდან ადგე.

ჩემი ოცნებაა, რომ ფეხზე დამდგარს გხედავდე და მჯერა რომ ერთ დღეს ამისრულებ ამ ნატვრას.

უფალს ვთხოვ, ოდნავ მაინც შეგიმსუბუქოს ჯვარი. სიხარულით აავსოს შენი პატარა გული და ლაღი ცხოვრება მოგცეს დე. ბავშვობა წაგერთვა და დიდობაში ორმაგად დაგიბრუნებს უფალი დანაკლისს. ძალიან ბედნიერი იქნები ჩემო სიცოცხლე" - წერს დათის დედა ქრისტინე მამუკაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.