„ამ პატარა გოგოს რამდენი ადამიანის სიყვარული მიჰყვება თან… როდის მოასწარი ამხელა სიკეთის დათესვა" - რა ვიდეო ვრცელდება ბარბარე ბეჭვაიას დაკრძალვის ცერემონიიდან - კვირის პალიტრა

„ამ პატარა გოგოს რამდენი ადამიანის სიყვარული მიჰყვება თან… როდის მოასწარი ამხელა სიკეთის დათესვა" - რა ვიდეო ვრცელდება ბარბარე ბეჭვაიას დაკრძალვის ცერემონიიდან

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარბარე ბეჭვაიას ქორწილში ცეკვის დროს გული გაუჩერდა. სოციალურ ქსელში ბარბარეს დაკრძალვის ცერემონიიდან ვიდეო ვრცელდება.

"ეს დღეებია განადგურებული ვარ.. ამ პატარა გოგოს რამდენი ადამიანის სიყვარული მიყვება თან, როდის მოასწარი ამხელა სიკეთის დათესვა,

ეს ისე ხო არ მოსულა ერთი გაელვებით,შენ ამისთვის მთელი შენი ცხოვრება ჩადე,

შენი პოზიტივით და იმ გულით რომლის გაჩერებას ყოველ წამს ელოდი ცდილობდი ნახევარი საქართველოს სიყვარული დაგეტია..

არ ვიცი რანაირად გააგრძელებენ უშენოდ შენი ოჯახის წევრები ცხოვრებას, მაგრამ ერთი რამ მინდა შენს დედიკოს (რომლის საცოდაობასაც ვერ ვუყურე და დღეს ვერ გავბედე მისვლა შენთან) ვუთხრა, ინდი დამიჯერე ბარბარეს სახელს დავიწყება არ უწერია,მისი სახელის გაგონებაზე ყველა ღიმილით მოგიყვება მასზე,მან 27 წლის განმავლობაში შეძლო ის რასაც ხალხი საუკუნე ცდილობს გააკეთოს...

ერთი რამ გვიჭირს ადამიანებს, სიცოცხლეში დავაფასოთ ერთმანეთი და არა როცა უკანასკნელ გზაზე მოგვიწევს გაცილება..." - წერს ირინა ჯგერენაია და ვიდეოს ავრცელებს.