რას ჰყვებიან ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მკვლელობის თვითმხილველები - "მოკლული, სავარაუდოდ, თურქია, მას ზურგში ესროლეს და..."
თვითმხილველების ინფორმაციით, ბათუმში, სადაც ერთ-ერთ რესტორანში მამაკაცი მოკლეს, სროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს.
მოკლულული, სავარაუდოდ, თურქეთის მოქალაქეა. ადგილზე მყოფი პირების ცნობით, მამაკაცს ზურგში რამდენიმე ტყვია ესროლეს. სროლის შედეგად ჩაიმსხვრა რესტორნის მინები.
ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
"ინტერპრესნიუსი"