რა დაემართა ტრამპს და რატომ აქვს ხელები დალურჯებული - რას აცხადებენ თეთრ სახლში პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე
ბოლო დღეებია, რაც სოციალურ ქსელებში არ წყდება სპეკულაციები დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც საზოგადოებამ შენიშნა აშშ-ის პრეზიდენტის ხელებზე სილურჯეები.
საბოლოოდ ამ თემაზე თეთრ სახლში ოფიციალური განცხადების გაკეთება მოუწიათ. თეთრი სახლის პრესმდივანი, ქეროლაინ ლევიტი ამბობს, რომ პრეზიდენტს ვენების ქრონიკული დაავადება აწუხებს.
მისი თქმით, თქმით, მას შემდეგ რაც ტრამპს ფეხები შეუშუპდა, ჩაუტარდა "ყოვლისმომცველი გამოკვლევა“, მათ შორის სისხლძარღვების კვლევა. გააგრძელეთ კითხვა