მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, გენპროკურორი გიორგი გვარაკიძე, პარლამენტარები: მარიამ ლაშხი, ალუდა ღუდუშაური და ა.შ. - კიდევ ვინ შედის ესტონეთის დასანქცირებულ 19 პირში? - კვირის პალიტრა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, გენპროკურორი გიორგი გვარაკიძე, პარლამენტარები: მარიამ ლაშხი, ალუდა ღუდუშაური და ა.შ. - კიდევ ვინ შედის ესტონეთის დასანქცირებულ 19 პირში?

ეს­ტო­ნეთ­მა კი­დევ 19 ქარ­თვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი და­ა­სან­ქცი­რა, მათ შო­რის: იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, გე­ნე­რა­ლუ­რი პრი­კუ­რო­რი და მო­სა­მარ­თლე­ე­ბი. შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბას ეს­ტო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

და­სან­ქცი­რე­ბულ­თა შო­რის არი­ან: ნინო გა­ლუს­ტაშ­ვი­ლი (მო­სა­მარ­თლე), გი­ორ­გი გვა­რა­კი­ძე (გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი), ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რი (პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი), ილია ინ­ჯია (პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი), ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლი (პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი), ანი ხუ­ბე­ჯაშ­ვი­ლი (პრო­კუ­რო­რი), მა­რი­ამ ლაშ­ხი (პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი), გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი (პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი), მარი მეშ­ვე­ლი­ა­ნი (პრო­კუ­რო­რი), ვიქ­ტორ მეტ­რე­ვე­ლი (მო­სა­მარ­თლე), ჯვე­ბე ნა­ჭყე­ბია (მო­სა­მარ­თლე), ნინო სა­ხე­ლაშ­ვი­ლი (მო­სა­მარ­თლე), პა­ა­ტა სა­ლია (იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი), თენ­გიზ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი (პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი), ირაკ­ლი შვან­გი­რა­ძე (მო­სა­მარ­თლე), სო­ზარ სუ­ბა­რი (პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი), ალექ­სან­დრე ტა­ბა­ტა­ძე (პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი), სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვი­ლი (აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე) და ნა­თია თა­თი­აშ­ვი­ლი (პრო­კუ­რო­რი).

"ეს პი­რე­ბი პირ­და­პირ ან არა­პირ­და­პირ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არი­ან მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის დევ­ნა­ზე. ძა­ლა­დო­ბა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყე­ნებს, პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი, და დე­მონ­სტრან­ტე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი დას­ჯე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის ძი­რე­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და პი­რო­ბებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუსს უკავ­შირ­დე­ბა.

ეს­ტო­ნე­თი გა­აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ი­სა და ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უფ­ლე­ბე­ბი­სა და ღირ­სე­ბის დაც­ვით”,- გა­ნა­ცხა­და ეს­ტო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, მარ­გუს ცაჰკნამ ქარ­თვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის და­სან­ქცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.